პოლიტიკური პროგრამა

შეცვალე საქართველო! (2024-2028)

ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამა არის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო ხელმისაწვდომობის გზით და საზოგადოების თანამონაწილეობით მიიღებს საბოლოო სახეს.

აღნიშნული დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლია დასვას კითხვები, შეიტანოს ცვლილებები, დაამატოს იდეა თუ მოსაზრება შემოთავაზებულ პროგრამაში და გახდეს ქვეყნის მართვის ახალი, სახალხო მოდელის შექმნის თანამონაწილე.

დღევანდელ მსოფლიოში განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც ვლინდება პრობლემები, რომლებიც ექსპერტების აზრით მთავრობებსა და ხალხს შორის კომუნიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული (მათი აზრით, მთავრობები ვერ ან არ ახდენენ ხალხის რეალური მოთხოვნილებების იდენტიფიცირებას). შესაბამისად, გატარებული რეფორმები და ღონისძიებები ვერ ქმნის თანაბარ და საყოველთაო კეთილდღეობას მოქალაქეებისათვის.

ჩვენი ამოცანაა, ვიხელმძღვანელოთ ამ ქვეყნების გამოცდილებებით (წარმატებები და შეცდომები), დავნერგოთ სანიმუშო მოდელი, რომელიც საზოგადოებასთან მაქსიმალური კომუნიკაციისა და ხალხის მიერ მთავრობის კონტროლის მექანიზმზე იქნება დაფუძნებული.

სწორად იდენტიფიცირებული პრობლემები, საჭიროებები და პერსპექტივები ქვეყნის მართვის წარმატებული მოდელის განსაზღვრის უპირობო საფუძველია. ეს პროცესი უნდა ყალიბდებოდეს არა მთავრობის წევრების შეხედულებების ან მოთხოვნილებების, არამედ ხალხის რეალური მოთხოვნილებების (სოციალური, მოქალაქეობრივი, ეროვნული...) საფუძველზე.

დოკუმენტში მოცემულია სხვა ქვეყნებში აპრობირებული წარმატებული მოდელები,    რომელთა საქართველოში გატარების პერსპექტივა რეალურია საკუთარი მოქალაქეებისთვის მოტივირებული და მზრუნველი მთავრობის პირობებში.

მპგ „შეცვალე საქართველო“-ს თავმჯდომარე

გიორგი გაგნიძე

 

 

მდიდარი ოჯახი 2024-2028 წწ

საქართველო იქნება მდიდრებით დასახლებული სახელმწიფო - საქართველოში 330 ათასამდე ოჯახია, მათი უმრავლესობა (80%-ზე მეტი) უნდა იყოს მდიდარი. სიმდიდრის ინდექსი განისაზღვრება შემდეგნარიად: ერთი ოჯახის (მინ. 3 ადამიანი) 3 წლის ხელფასი, უძრავი, მოძრავი და ბიზნეს ქონების (მათ შორის ბიზნესიდან მოგება, აქციები და სხვა) ღირებულების ჯამი უნდა აღემატებოდეს 1 მლნ ლარს. 2024-2028. როგორ მივაღწევთ ამ მიზანს:

 

⚡️დუბაის გაუმჯობესებული ბიზნეს მოდელის დანერგვა - ყველა უცხოური კომპანიისთვის გადასახადი იქნება 0%, რაც მოიზიდავს მილიარდობით ინვესტიციას და დაასაქმებს ასობით ათას ადამიანს. თუ უცხოელი დაარეგისტრირებს კომპანიას ან უკვე შექმნილს გადმოიტანს საქართველოში იგი კომპანიის 0,1-იდან 9%-მდე წილში სვამს საქართველოს მოსახლეობას - სს „საქართველოს მოსახლეობა“ (ამ პროექტში არ შედიან მდიდარი საქართველოს მოქალაქეები/მათი ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატება 1 მლნ ლარს). აღნიშნული წილი და შესაბამისად მოგება ოჯახებზე გადანაწილდება შემდეგი სქემით: 10%-30%-60%. (10%- მდიდარი (ოჯახი რომელთაც წლიური შემოსავალი განისაზღვრება 300.000იდან -1მლნ-მდე ლარის შუალედში)), 30%- საშუალო ფენა (ოჯახი რომელთაც  წლიური შემოსავალი განისაზღვრება 100000-300000 ლარის შუალედში), ხოლო ოჯახებს რომელთა შემოსავალი განისაზღვრება 0-100.000 ლარის შუალედში ჩაერიცხება 60%) აღნიშნული სქემით თუ ოჯახის შემოსავალი (მათი სრული ქონება/შემოსავალი და ნებისმიერი ღირებული ნივთი) 1მლნ ლარს გადააჭარბებს ავტომატორუად გამოეთიშება პროგრამას. თუ უცხოურ კომპანიას ბიზნესის მიმართულებად ექნება ტელეკომუნიკაცია, ენერგო ბიზნესი ან სხვა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქმიანობა იგი ვალდებული იქნება სს "საქართველოს მოსახლეობა"-ს გაუფორმოს *51% წილი, თუმცა ასეთი დიდი წილის მიუხედავად, არა მოგების 51%-ს არამედ მოგების 0.1-დან 9%-მდე უხდის აქციონერებს, რათა უცხოური კომპანიებისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი იყოს ჩვენი ქვეყანა. დუბაის გაუმჯობესებული მოდელის მიხედვით შემოსავლის/სარგებლის გადანაწილება მოხდება ოჯახებზე, თუ ადამიანს არ ჰყავს ოჯახი ჩაერიცხება ოჯახზე ჩასარიცხი თანხის მეოთხედი. ეს ფაქტორი დემოგრაფიის გაუმჯობესებასაც წაახალისებს.  *საქართველოს მოქალაქეების 51%-იან წილში ჩასმა გვაზღვევს საქართველოს ინტერესების ხელყოფისგან. დუბაის მთავრობამაც აღნიშნული წესი, პირველ რიგში, მიიღო რელიგიის, ქვეყნის იერის და ტრადიციების დასაცავად. საქართველოს მოქალაქე იქნება უცხოური კომპანიის წილში, რომელიც ოპერირებს საქართველოში, მაგრამ კომპანიას არ ექნება ისეთი პროექტის განხორციელების უფლება, რაც დააზიანებს საქართველოს ტრადიციებს, იერს, რელიგიას, ქვეყნის საერთო ინტერესებს ან სხვა. ამასთან ერთად აღნიშნულ წესში იგულისხმება დამატებითი ფინანსური სარგებელი კომპანიის გაყიდვის შემთხვევაში (თუმცა საქართველოს მოქალაქეები არა 51%-ს, არამედ კონკრეტულ კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებულ გარიგების %-ს მიიღებენ რაც წინასწარ კომპანიის რეგისტრაციისას იქნება ცნობილი სპეციალური ფორმულით).

⚡️მონაკოს გაუმჯობესებული მდიდრების მოზიდვის მოდელის დანერგვა - თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი მინიმუმ 200 ათასი დოლარის ინვესტიციას (ექვივალენტით ლარში) განახორციელებს ბიზნეს ტიპის უძრავ ქონებაში (მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო) მას ავტომატურად გადაეცემა ბინადრობის მოწმობა, 3 წლის შემდეგ მოქალაქეობა, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეს მაჩვენებელი აიწევს 500.000 დოლარამდე და მოქალაქეობის მიღების ვადა გაიზრდება 5 წლამდე. მათი მოტივაცია არის ის რომ საშემოსავლო გადასახადი ექნებათ 0%! ეს გამოიწვევს მდიდრების სწრაფ დასახლებას, მათი პირადი შემოსავლები - ხელფასი/ბონუსები წამოვა ჩვენს ბანკებში და ამით გაიზრდება ქვეყნის მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი), მათი ინვესტიციებით და პირადი ხარჯების გაწევით ქვეყნა სწრაფად გამდიდრება, შეიქმნება ათასობით მაღალანაზღაურებადი ახალი სამუშაო ადგილები. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოხდება უძრავი ქონების ფასის სწრაფი ზრდა საქართველოში, რომელსაც ბოლო 15 წელია ძვრა არ აქვს (თუ არ ჩავთვლით ეხლანდელ რუსების ფაქტორით დროებით ზრდას, რაც ისევ დაიწევს), ეს საქართველოს დამატებით გაამდიდრებს. ასევე ყველას ვისაც ექნება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მისი ღირებულების ზრდის შემდგომ მისი პირადი ფინანსური შესაძლებლობა იზრდება, მაგალითად მას შეეძლება უფრო დიდი სესხის აღება 2-4%-ში თუ ეს დასჭირდა და ბიზნესის დაწყება, ან თუ გაყიდვას დააპირებს სარგებლის გამოყენებას. შეგახსენებთ რომ მონაკოში უძრავი ქონების ღირებულება მსოფლიოში ყველაზე მაღალია და 1 კვადრატული მეტრი ფასი შეადგენს 34.000 ევროს, ანუ მინიმალური სახლის ღირებულება მილიონ ევროს აჭარბებს.

პ.ს.

- ესეთი კატეგორიის მდიდრების რაოდენობა არ იქნება იმ ნიშნულზე, რომ მათ შეძლონ ქვეყნის პროცესებში რამის შეცვლა თუ დააპირებს ვინმე.

- ასევე ეს რეფორმა უნდა დავინახოთ სრულ სურათში და არა დღევანდელი გადმოსახედიდან. ჩვენი პროგრამით საქართველოს ყველა სფერო იმუშავებს გამართულად, მინიმალური ხელფასი იქნება 7500 ლარი, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი თუ სასამართლო სისტემა იქნება საერთაშორისო დონის!

- ასევე ის არგუმენტი რომ ვისაც არ აქვს უძრავი ქონება და ვეღარ შეიძენს გაძვირების გამო სუსტია, რადგან სრულ სურათში დანახული საქართველო იქნება იმდენად მდიდარი რომ ყველას ყველაფრის საშუალება ექნება და ქვეყანაში შემოვა არა გამოქცეული რუსი არამედ ევროპელი და ამერიკელი მდიდარი მათ ნაცვლად.

⚡️საპენსიო რეფორმა - ღირსეული სიბერე!ყოველწლიურად დაგროვილი 1 მილიარდზე მეტი ლარით, რომელიც ყოველწლიურად 3-4 მილიარდამდე გაიზრდება ხელფასების ზრდასთან ერთად, მოხდება საერთაშორისო ფრანჩაიზინგული და სხვა კომპანიების შეძენა საქართველოს მოქალაქეების სახელზე, რომლებიც ჩართულები არიან საპენსიო ფონდის პროგრამაში. ჩვენ გავხსნით „კარფურის“ კონკურენტს - “ლიდლს" ან "ალდის"-ს, ანუ ისეთ კომპანიას, რომელსაც გააჩნია სტაბილურად კარგი მოგება, რომელიც ფასით და ხარისხით კონკურენციას გაუწევს და ეტაპობრივად გაასწრებს „კარფურს“ და სხვებს. ან შევიძენთ უკვე არსებულ წარმატებულ ქსელს მაგალითად "ნიკორას" (გააჩნია იმ მომენტში მის ღირებულებას). შევქმნით ან შევიძენთ ბანკს (გააჩნია იმ მომენტში მის ღირებულებას), რომელიც ასევე იქნება საბანკო სივრცეში ჯანსაღი კონკურენციის საწინდარი. ჩვენ ამით მივაღწევთ იმას, რომ საპენსიო ფონდის ფარგლებში (საპენსიო ასაკის მიღწევისას) მიიღებენ დღეს არსებული 300 ლარის ნაცვლად სულ მცირე 5000 ლარს ყოველთვიურად (კომპანიების/ბანკის მოგების წილიდან დაგროვილ თანხას დამატებული აქციებიდან მიღებული დივიდენდი).

⚡️მოქალაქეს საპენსიო ასაკამდე კომპანიებიდან უგროვდება სპეც. ფორმულით გადანაწილებული ყოველწლიური მოგება მის პირად საპენსიო ანგარიშზე, ასევე ისინი ფლობენ კომპანიების/ბანკის აქციების ნაწილს. საპენსიო ასაკის მიღწევისას მათ ექნებათ 2 ოფცია:

1. მიიღონ ყოველთვიურად სულ მცირე 5000 ლარი (3000 ლარი მოგებიდან დაგროვილი + 2000 ლარი აქციებიდან დაგროვილი დივიდენდი ან 2. მოითხოვონ თანხა სრულად (დაანგარიშდება 70წლამდე* მისაღები თანხის ჯამი მინუს 35%), რომელიც გაიცემა 3 ტრანშად მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი მათგან შეიძენს აქციებს. მინუს 35% და აქციების შეძენიდან მოგების მატება დააბალანსებს ფონდს, შეუნარჩუნებს მას სტაბილურობას.

* ვინც აირჩევს მეორე ოფციას და გადაცდება 70 წელს გააგრძელებენ პენსიის მიღებას მხოლოდ კომპანიების/ბანკის მოგებიდან დაგროვილი თანხის ოდენობით, რადგან მათ აქციები გაყიდული ექნებათ.

შეჯამებისთვის:

ამ ბიზნესების ჩამონათვალში შედის ბანკის შეძენა/შექმნა, რომელიც იქნება ხალხის საკუთრებაში და დიდ შემოსავალს მოუტანს მათ. ამასთანავე, კონკურენციის გზით, აიძულებს მონოპოლისტ ბანკებს შეცვალონ არაადეკვატურად მაღალი პროცენტი და მძარცველური პოლიტიკა.

კომერციული უძრავი ქონების შეძენა საკურორტო ზონებში, ქალაქის ცენტრებში და მათი მართვის ჩაბარება სამენეჯმენტო კომპანიებს. ამ მიდგომებით ასობით მილიონი სუფთა მოგება გადანაწილდება საპენსიო ფონდში არსებულ ყველა პირზე. ამ პრინციპითვე მოხდება სუპერმარკეტის ქსელის შეძენა/შექმნა/მართვა.

თანხის განაწილების ფორმულა:

საპენსიო ფონდში ჩართული მოქალაქეები დაიყოფა 3 ფენად - დაბალი შემოსავლის, საშუალო, მდიდარი და მოგება გადანაწილდება შემდეგი განაწილებით****: 49%(დაბალი შემოსავლის)-30%(საშუალო)-21%(მდიდარი). მდიდარი - ოჯახი რომელთა წლიური შემოსავალი განისაზღვრება 200000-1 მლნ ლარის შუალედში, საშუალო ფენა - ოჯახი რომელთა წლიური შემოსავალი განისაზღვრება 20.000-200.000 ლარის შუალედში, დაბალი შემოსავლით - ოჯახი რომელთა შემოსავალი განისაზღვრება 0-20.000 ლარის შუალედში ჩაერიცხება. აღნიშნული კომპანიების მოგება მოქალაქეებს ჩაერიცხებათ ყოველწლიურად, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მათი საპენსიო დანაზოგის ოდენობას. აგრეთვე, სქემაში ჩართულ მოქალაქეებს საპენსიო ფონდის აქტივში ექნებათ ყოველწლიურად მზარდი ბიზნესწილი, რის გარანტირებულ გაყიდვასაც შეძლებენ სახელმწიფოზე საპენსიო ასაკის მიღწევისას.

**პენსიონერი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი პენსია ჩვეული სქემით დაემატება მის მეორე ნახევარს.

***მოქალაქის საპენსიო ასაკამდე გარდაცვალების შემთხვევაში მისი დაგროვილი პენსია ერთიანად ჩაერიცხება მის მეუღლეს/ოჯახს.

**** ლიმიტები შეიცვლება ქვეყნის ეკონიმიკის ზრდასთან ერთად.

 

ყოველწლიურად 22 მლნ მაღალ შემოსავლიანი ტურისტი 2025 - 2028 წწ.

პარიზს (ქალაქს) ყოველწლიურად 40 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს, ჩვენ კი მთელი ქვეყანა გვაქვს სავსე საოცარი ადგილებით, მრავალფეროვნებით და უნიკალურობით!

⚡️მოხდება ყველა სოფლის გზის აღდგენა, ყველა სოფლის ჭიშკრის, ღობის, სახლების ფასადის რეაბილიტაცია და მაქსიმალურად მიახლოვება ძველი დროის ისტორიულ ვიზუალურ კონდიციას. მასშტაბურად გამწვანდება გაზონის საფარით ყოველი სოფელი (ეტაპობრივად), რომ მივიღოთ შვეიცარიაზე უკეთესი ზღაპრული ეფექტი.

⚡️სამკურნალო/სარეაბილიტაციო ტურიზმის მასიური გააქტიურება და წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოდინებას. ჩვენს ქვეყანას მარტო 2700-მდე ბუნებრივად ამომდინარე მინერალური წყალი აქვს, ამათგან 300 ჭაბურღილიდან. ასევე უნიკალური თერმული, გოგირდის წყლებით სავსე ადგილები, რომლებიც გასაოცარი სამკურნალო თვისებებით გამოიხატება. კურორტები: თბილისი, საირმე, ბორჯომი, წყალტუბო, აბასთუმანი, შოვი, ხარაგაული, ნუნისი და სხვა.

⚡️ეკოტურიზმის განვითარება - მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ბუნება გაგვაჩნია. ეს ხელსაყრელ პირობებს ქმნის ადგილობრივი რესურსების ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის უფრო ეფექტიანად გამოსაყენებლად. ეკოტურიზმით დაინტერესებულ სეგმენტს უნდა შევთავაზოთ ამ მიმართულებით ორგანიზებული მომსახურება.

⚡️მაღალშემოსავლიან ტურისტებზე გათვლილი გასართობი პროგრამის ჩამოყალიბება/გამართვა (გასტრონომიული, ექსტრემალური, აზარტული, ენერგეტიკული, მითოლოგიური, გართობის და სხვა).

⚡️დამატებით 30 პირდაპირი რეისების გახსნა პერსპექტიულ ქვეყნებთან, რაც ავტომატურად გაზრდის აღნიშნული ქვეყნებიდან დამატებით მილიონობით ტურისტების შემოდინებას. ეს ქვეყნებია იაპონია, ავსტრალია, აშშ, ჩინეთი (მდიდრული ნაწილი: ჰონგკონგი, შენჟენი ან/და გუანჯო, პეკინი..) და სხვა აუთვისებელი მდიდრული ქვეყნები.

⚡️MICE (Meetings, Incentives, conferences, Exibitions) ტურიზმის განვითარება - შეხვედრები, ინსენტივები, კონფერენციები, გამოფენები. ქვეყნის მასშტაბით მოხდება ტურისტულ სფეროში არსებული კომპანიების გააქტიურება ამ მიმართულებით, რომლებიც იმუშავებენ ამ მიმართულების უმაღლეს დონეზე ასაყვანად, რათა ყველაზე დიდი კონფერენციები, საერთაშორისო კლასის შეხვედრები, გამოფენები და სხვა ტარდებოდეს საქართველოში, რაშიც სახელმწიფო შეუწყობს ხელს.

⚡️გრანდიოზული და ექსკლუზიური მუსიკალური ფესტივალის მოწყობა, („თუმოროვლენდი“-ის მსგავსი) ფესტივალი ჩატარდება ანაკლიაში, სახელწოდებით „გასაღები“ - გასაღები საქართველოს ნეტარების, საოცრებების და გართობის სამყაროში! ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის მუსიკალური ფესტივალი, ასევე ის იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი ფესტივალი 1 მილიონამდე ადამიანის დასწრებით (ჯამში) - ივლისი/აგვისტოს თვეში ჩატარდება 4 ფესტივალი (ერთი და იგივე ოღონდ სხვადასხვა თარიღებში, რათა ყველამ შეძლოს დაამთხვიოს თარიღები ზაფხულის არდადეგებს. ჩვენი მიზანი იქნება ისეთი წარმოდგენების დაგეგმვა თავისი გაფორმებით, სცენარებით, მოწვეული დიჯეებით, რომ გავაოცოთ მსოფლიო და წლიდან წლამდე ყველა ელოდებოდეს "გასაღებზე" დასწრებას.

⚡️ანაკლიის რეგიონი ახალგაზრდებისთვის გამოცხადდება გართობის სამოთხედ, როგორიც დღეს მსოფლიოსთვის იბიცაა! იბიცისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ზაფხულშია აქტუალური, ანაკლია მთელი წლის განმავლობაში იგუგუნებს, რაც ამ რეგიონს გააცნობს მთელს მსოფლიოს ამ უნიკალური ნაბიჯით! აქცენტი გაკეთდება ხარისხზე, რათა მოვიზიდოთ პრემიუმ სეგმენტი, რომელიც დატოვებს უფრო მეტს ფულს ჩვენს ეკონომიკაში. მხოლოდ ამ სვლით ჩვენ მოვიზიდავთ 3-4 მილიონამდე მაღალ ბიუჯეტიან სტუმარს, რომელიც გართობის შემდეგ იმოგზაურებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც და დატოვებს დიდ ფულს მცირე და საშუალო ბიზნესში.

 

სოფლის მეურნეობის სრულმასშტაბიანი აღორძინება 2025-2028 წწ

⚡️70%-ზე მეტი მიწების ათვისება (მიწები უსასყიდლოდ გადაცემა გლეხებს, ფერმერებს, ბიზნესის კეთების მსურველებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც აიღებენ კონკრეტულ ვალდებულებებს).

⚡️ახლო წარსულის (სსრკ-ს დროის) მაგალითზე ვიცით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა იყო საკმაოდ რენტაბელური და ის პროდუქციით ნახევარზე მეტ საბჭოთა რესპუბლიკებსაც ამარაგებდა, შესაბამისად საქართველოს პოტენციალის ზომად განისაზღვრება ამ მაჩვენებელზე უკეთესი შედეგის მიღწევით.

⚡️დღევანდელი ჩვენი იმპორტდამოკიდებულება (პროდუქციის უმეტესობა შემოდის უცხოეთიდან) ზრდის ფასებს, როგორც კურსთაშორის გადახურდავებით გამოწვეული გაძვირების, ასევე მოგების მარჟის და უკონკურენტობის გამო. შესაბამისად, როცა მოხდება ჩვენი საკუთარი წარმოების გააქტიურება, საქართველოში პროდუქციის ღირებულება 40%-დან 80%-მდე დაიკლებს, ხოლო რეგიონები მნიშვნელოვნად განვითარდება და გამდიდრდება.

⚡️მსოფლიოსთვის კონკურენციის გაწევის მიზნით, მოხდება ბიომეურნეობის მასშტაბური განვითარება (ორჯერ უფრო მომგებიანი და სამჯერ უფრო მოთხოვნადია, ვინაიდან, ბაზარზე არის დიდი მოთხოვნა და დაკმაყოფილების დონე ჯერჯერობით არ არის საკმარისი).

⚡️მოხდება სახელმწიფოს მიერ ჭკვიანი ინვესტირება აღნიშნულ დარგში, რაც გულისხმობს ყველა მსურველის, მათ შორის, გლეხების ტრენინგებს (მივამაგრებთ შესაბამისი სფეროს ინდივიდუალურ კონსულტანტებს, რომლებიც ბიზნესის მოგებაზე გასვლამდე იქნებიან მათ გვერდში) კონკრეტულ სფეროში, შემდგომ კი მათ სრულ დაფინანსებას 0-იდან 5%*-მდე სესხით (აღნიშნული თანხის გამოყოფა მოხდება ტრანშებად არსებული ბიზნესგეგმის ყოველი ეტაპის შესრულების შემდგომ).

⚡️ფერმერობის მსურველებს შესაბამისი ფართის მიწები გადაეცემათ უფასოდ. ფაქტიურად, სახელმწიფო ხდება გლეხის დამხმარე პარტნიორი, იქამდე სანამ ის არ მიიღებს სტაბილურ მოგებას. *უპროცენტო სესხით ისარგებლებს ის ფერმერი, რომელიც აიღებს თავის თავზე საქართველოს იმ მიმართულებების ამუშავებას, რომელიც დღეს მიძინებული ან საერთოდ გამქრალია, ამ სიას შეადგენენ ამ დარგის ექსპერტები.

⚡️დაზღვევა - მოხდება ევროპული სადაზღვეო გამოცდილების დანერგვა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა რისკის დაზღვევა.

⚡️სოფლის მეურნეობის აღორძინებით, ბევრ სიკეთესთან ერთად, მოხდება ლარის კურსის საგრძნობი გამყარება (ამ და სხვა ეკონომიკური რეფორმებით ჩვენი გათვლებით გრძელვადაში ლარი გამყარდება 1.20მდე დოლართან მიმართებაში), ვინაიდან არ მოგვიწევს პროდუქციის უცხო ქვეყნიდან შესყიდვა და არ მოხდება ფინანსური რესურსის ქვეყნიდან გადინება (მაგ. ტურიზმიდან 5 მილიარდი დოლარის შემოსავლის დაახლოებით ნახევარი კვებაში იხარჯება, პროდუქცია კი ხშირ შემთხვევაში შემოტანილია და ჩვენივე მოზიდული ტურისტებისგან შემოსული თანხების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გაედინება!). ასევე, საქართველოში ავტომატურად დაიწევს პროდუქციის ღირებულება, გახდება კონკურენტუნარიანი და მოგება დარჩებათ ჩვენს გლეხებს.

 

საქართველოს გლობალური ლოჯისტიკური სისტემა 2025-2028 წწ

⚡️"აბრეშუმის გზის" პროექტის განხორციელება/ ჩართვა, რაც გულისხმობს ევროპის ჩინეთთან ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტით - საქართველოს გავლით დაკავშირებას, მიიღწევა ანაკლიის პორტისა და საქართველოს რკინიგზის განვითარებით. ეს გამოიწვევს მილიარდობით შემოსავლებს ჩვენს ბიუჯეტში.

⚡️ანაკლიის პორტი - ურთიერთობების გამყარება აშშ-სთან - ანაკლიის პორტთან დაკავშრებული კონტრაქტების ამუშავება მოხდება დაჩქარებული წესით, ეს გამოიწვევს მილიარდობით შემოსავლებს ჩვენს ბიუჯეტში.

⚡️თურქეთის სარკინიგზო მარშრუტის პროექტი ევროპასა და ჩინეთს საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის გავლით დააკავშირებს.

⚡️საქართველოს ჩქაროსნული ავტობანის პროექტის დასრულება, რომელიც როგორც ტურისტულ ასევე ლოჯისტიკურ მიმართულებებს გლობალურ ჭრილში წაწევს წინ დიდი ნაბიჯით. ეს ყველაფერი ჯამში გამოიწვევს მილიარდობით შემოსავლებს ჩვენს ბიუჯეტში.

 

საგადასახადო სისტემა - მაქსიმალური გამჭირვალობა 2025-2028 წწ

⚡️გამოცხადდება სრული საგადასახადო ამნისტია ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ, მათ ჩამოეწერებათ ყველა დავალიანება, გაუუქმდებათ ყადაღა თუ ინკასო. ეს სწრაფად გააჯანსაღებს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა (80%-ზე მეტი ეკონომიკის მდგენელი მოდის მცირე და საშუალო ბიზნესზე).

⚡️საგადასახადო სისტემა უნდა იყოს მეგობარი ბიზნესისთვის და არა მაშინებელი მტერი. როდესაც ბიზნესი იქნება დარწმუნებული, რომ სახელმწიფოში გადახდილი ყოველი თეთრი იქნება მიზნობრივად და ქვეყნის კეთილდღეობისთვის დახარჯული, რასაც ყველა სახელმწიფო სისტემაში დანერგილი გამჭირვალე ბლოკჩეინ ტექნოლოგია განსაზღვრავს, ასევე 5ჯერ დაბალი გადასახადი (არაუმეტეს 9%), ბიზნესს მისცემს დამატებით მოტივაციას, რომ გადასახადები არ დამალოს და სრულად შეიტანოს ბიუჯეტში. საერთაშორისო პრაქტიკით ქვეყნის გადაქცევა გამჭირვალე საგადასახადო სახელმწიფოდ, სადაც არაა კორუფცია და ბიზნესი დარწმუნებულია, რომ ყველა მისი ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაიხარჯება ისევ მასზე და ქვეყნის მოსახლეობაზე იწვევს ქვეყნებში გადასახადების გადახდის ზრდას 30%-იდან 70%-მდე, რადგან ე.წ. "შავი ბუღალტერია" წარსულს ბარდება. ამ გადაწყვეტილებით უმალვე საგრძნობლად შემცირდება ფასები, დამატებით მოსახლეობის დაბალ შემოსავლიანი ფენა პროდუქტებზე და ნებისმიერ მომსახურებაზე მიიღებს 20%იან ფასდაკლების სპეციალურ ბარათს, რომელიც იმოქმედებს სანამ სახელმწიფო არ აღმოფხვრის სიღარიბის პრობლემას (სანამ მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ნაწილი არ გადაინაცვლებს საშუალო და მაღალ შემოსავლიან ფენებში.

 

სახელმწიფოს ზარალიანი კომპანიების მოგებაზე გაყვანა, სახელმწიფო ვალის შემცირება 2025-2028 წწ

⚡️ყოველწლიურად „საქართველოს რკინიგზას“ 200-800 მილიონიანი ზარალი აქვს - უნდა მოხდეს მენეჯმენტში საერთაშორისო კომპანიების შემოყვანა, რომლებიც მომგებიანს გახდიან აღნიშნულ კომპანიას. საერთაშორისო სარკინიგზო პროექტებში მონაწილეობა (თურქეთი-ევროპის, ასევე საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის გავლით ევროპა-ჩინეთის დაკავშირება, აბრეშუმის გზაში ჩართვა, ლოჯისტიკის გაფართოება) საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ უცხოური მსხვილი კომპანიები მოვიზიდოთ საქართველოს რკინიგზაში ინვესტიციის ჩასადებად და ყოველწლიური მილიარდიანი მინუსის განულების გარდა, ქვეყანაში მრავალმილიარდიანი შემოსავალი შემოვიტანოთ, მისი გაფართოებით. (ვინაიდან საქართველოს რკინიგზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, საკუთრების უფლების მაგივრად ინვესტორს გადაეცემა 25-49 წლიანი ოპერირების წესით, მკაცრი კონტრაქტის პირობებით და ვალდებულებებით).

⚡️საპარტნიორო ფონდის გაუქმება, რომელსაც 500-მილიონიანი ზარალი აქვს და ელიტარული კორუფციის ბუდეა!

⚡️სახელმწიფო ვალის შემცირება, რომლის დასაფარად ყოველწლიურად 2 მილიარდ ლარამდე იხარჯება! ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მატულობს ლარის გაუფასურებასთან ერთად, რადგან სესხები ვალუტაში გვაქვს და უფრო ძვირად გვიწევს მათი დაბრუნება (7%-იანი სესხი, რეალურად, გრძელვადიან პერსპექტივაში გვიჯდება 40% რაც ყოველწლიურად ნახევარ მილიარდამდე ლარს დაგვაზოგინებს). აუცილებელია ლარის ეტაპობრივი გამყარება (1.15-მდე დოლართან მიმართებაში), ასევე სესხის აღებისგან თავის შეკავება, არსებული სესხის დაფარვა, რაც ლარის გამყარებას დამატებით შეუწყობს ხელს.

 

კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს მოდერნიზება 2025 წ. (კორუფციის დასრულება)

⚡️სახელმწიფო ტენდერების კორუფციული სისტემის ჩამოშლა (ეს ყოველწლიურად სულ მცირე 1-1,5 მილიარდ ლარს ამოუნთავისუფლებს ქვეყანას, რომელიც ჩაიდება სოფლის მეურნეობის აღორძინებაში და განათლებაში) ბლოკჩეინ ტექნოლოგიის, გონიერი კონტრაქტების და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა შესყიდვების სისტემაში, რათა ამოვარდეს ადამიანური ფაქტორი ფინანსებთან ურთიერთობისას, რაც გამოიწვევს კორუფციის საბოლოო დამარცხებას.

⚡️ტენდერების აკრძალვა პირდაპირი მიყიდვის წესით, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის თანხმობით ხდება (წელიწადში 800 მილიონამდე) და მათი შეცვლა სტანდარტული გამარტივებული ელექტრონული ტენდერების სისტემით - ჯანსაღი კონკურენციით.

⚡️მონოპოლიების აღმოჩენა და ჩამოშლა, სატენდერო წინადადების გათავისუფლება სპეციალურად შექმნილი ე.წ. ფილტრებისგან (ამ ფილტრების გამო ტენდერებში არ შედიან პატიოსანი, ჯანსაღი კონკურენციის შემქმნელი კომპანიები და ამიტომ რჩებიან მხოლოდ კორუფციონერები, რომლებიც საბოლოოდ მონოპოლისტებად ყალიბდებიან და ჭამენ ბიუჯეტს), რაც ჯანსაღ კონკურენციას უზრუნველყოფს.

⚡️სახელმწიფო შესყიდვებში ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის, მათ შორის, ვენეციის კონვენციის ჯგუფის მეთოდური მითითებების გათვალისწინება.

 

ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში          2026-2028 წწ

⚡️მიზანი: მილიონობით დამატებითი თანხის შემოდინება; ახალი ბიზნესების შექმნა; ევროპული, ამერიკული და სხვა გამოცდილების, მათ შორის, საერთაშორისო დონის საქართველოს მოქალაქეების - ექსპერტების, მეცნიერების  მიერ დაგროვილი ინტელექტის შემოტანა საქართველოში; ოჯახების გაერთიანება და სხვა.

⚡️ქართველი ემიგრანტებისთვის ბიზნესის შექმნაში ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

ა) გადასახადი, როგორც ნებისმიერი უცხოელისთვის იქნება 0% (მხოლოდ მოგების 0.1 - 9%მდე);

ბ) ბიზნეს სესხებს აიღებენ ევროპული პროცენტით - 4-6% (ამით წავახალისებთ ფინანსურად შეძლებული ქართველების დაბრუნებასაც, რაც ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს);

გ) გამოიყოფა წამახალისებელი ერთჯერადი თანხა 5იდან - 10000 ლარამდე (თანხა დაზუსტდება ექსპერტების მიერ, დადგინდება სპეციალური წესები და შეზღუდვები, რათა მიზნობრივად იყოს გამოყენებული და შედეგზე ორიენტირებული), რათა მათ, ვისაც ბიზნესის კეთება არ აქვთ დაგეგმილი და არც დიდი შემოსავალი გააჩნიათ, მიეცეთ საშუალება თამამად ჩამოვიდნენ და მშვიდად გაიარონ ინტეგრაციის პერიოდი.

⚡️წარმატებული ქართველების, მათ შორის, ნებისმიერ პოზიციაზე მომუშავე გამოცდილი მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში გამოიწვევს პროდუქტიულობის ზრდას, ქვეყნის სტანდარტის ამაღლებას და დანარჩენი მოსახლეობის ამ სტანდარტთან სწრაფ დაახლოებას.

⚡️შემოდინების ნაკადი ავტომატურად გაიზრდება ყველა სახელმწიფო სისტემის გამართულობის შემდეგ, რაც ავტომატურად ნიშნავს ლარის გამყარებას, ეკონომიკის ზრდას, ხელფასების გახუთმაგებას, თავისუფალ ბიზნეს გარემოს, ყოველგვარი კორუფციისაგან და წნეხისგან გათავისუფლებას და ა.შ.

 

საქართველოსსილიკონის ველი“ 2026-2028 წწ

⚡️ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელობით მოხდება სან-ფრანცისკოს „სილიკონის ველის“ მოდელის დაკოპირება და გაუმჯობესება. შეიქმნება ტექნოლოგიური ქალაქი, რომელიც იქნება მიმართული „სტარტაპების“ ხელშეწყობისთვის, რათა ჩვენც შევქმნათ მორიგი ფეისბუქი, ტაქსიფაი, ეარბიენბი თუ სხვა. ათასობით სტარტაპიდან ერთმაც რომ გაამართლოს, ის ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს. ჩვენს უნიკალურ საგადასახადო სისტემასთან ერთად ყველა ბიზნესი იქნება წარმატების ზენიტზე!

⚡️ მოხდება უნივერსიტეტების ბაზაზე ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრების შექმნა გერმანული "აუსბილდუგის" სისტემით, რომელიც 1-3 წლიანი ანაზღაურებად პროფესიულ კურსებს ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური მიმართულებით: პროგრამირება (სოლიდითი, პითონი და სხვა) კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.).

⚡️ "ყველა სერვისი ერთ ელექტრონულ სივრცეში“- მსოფლიოს პირველი პლატფორმა - ყველა მომსახურება ერთ სივრცეში (პროგრამირება, ვებ დეველოპმენტი, იურისპრუდენცია, აუდიტორული მომსახურება და ა.შ.) - მოხდება არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური "ფრილანცერების" და კომპანიების გაერთიანება, რომლებიც დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს. ეს გამოიწვევს ათასობით ადამიანის დასაქმებას საქართველოში, ასევე დიდ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. ამ პროექტის ფარგლებში, ავტომატურად მოხდება საქართველოს გადამზადებული მოქალაქეების დასავლურ და ევროპულ ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმება დისტანციურად (ამავე პლატფორმით), რომელთაც შესაბამისი პროფესიის ადგილობრივ ანაზღაურებაზე მინიმუმ 3-ჯერ მეტი შემოსავალი ექნებათ.

⚡️საქართველო, როგორც მსოფლიოს პირველი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სპეციალისტი ქვეყანა (ტექნოლოგიური ჰაბი) - აღნიშნული ტექნოლოგია არის გარდაუვალი მომავალი მსოფლიოსთვის და მისი დროული დაუფლება (რაც დღეს გამოკვეთილად არც ერთ ქვეყანას არ აქვს აღებული თავის თავზე გარდა მალტის და რამოდენიმე ქვეყნის) გამოიწვევს როგორც აღნიშნულ ტექნოლოგიებში გაწაფული ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების მკვეთრ ზრდას, ასევე ქვეყნის პირველობას მსოფლიოს რევოლუციურ ტექნოლოგიაში!

 

საქართველოს მინიმუალური სახელფასო ზღვარი 2024-2028 წწ

⚡️საქართველოში მინიმალური ხელფასი ჩვენი ეკონომიკური მოდელის დანერგვის შემდეგ შეადგენს: 2025 წელს - 1200 ლარს, 2026 წელს - 3000 ლარს, 2027 წელს - 5000 ლარს, 2028 წელს - 7500 ლარს.

 

საბანკო სისტემის მოდერნიზება 2025-2026 წ

⚡️საქართველოში ვალუტაში სესხების პროცენტის ოდენობა არ გადააჭარბებს 6%-ს, ლარის შემთხვევაში - 9%-ს. ასევე პენსიონერებისთვის კრედიტის აღების შემთხვევაში წლიური არ უნდა აღემატებოდეს 9%-ს. ეს ყველაფერი დარეგულირდება ეროვნული ბანკისა და ლარის გამყარების პირობით, საქართველოს ბანკებთან შეთანხმების გზით.

⚡️ბანკების აქტიური თანამონაწილეობა ე.წ ქართული „სილიკონის ველის” შექმნაში. პოტენციურად წარმატებული პროექტების დაფინანსება და სტარტაპებისთვის გარემოს გაუმჯობესებით მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, რაც ეკონომიკის 90%-ს შეადგენს.

 

აზარტული თამაშები - რეგულაციების გამკაცრება 2025 წ.

⚡️საქართველოში მაღალშემოსავლიანი ტოპ-10 კომპანიიდან 6 აზარტული თამაშების ბიზნესს წარმოადგენს, რომელთა ჯამური წლიური შემოსავალი 5 მილიარდს აღემატება! თუმცა, მათ მიერ გადახდილი ყოველწლიური თანხა ბიუჯეტში მიზერულია მოგების უზარმაზარ მარჟასთან მიმართებაში - სულ 136 მილიონი (2018წლის მონაცემებით)! ამიტომ, მოხდება გადასახადების მომატება აზარტული თამაშების კომპანიებისთვის იქნება ფიქსირებული 9%, რათა დარეგულირდეს უზარმაზარი უთანასწორობა მოგებასა და სახელმწიფოსთვის გადახდილ თანხას შორის, ისინი გადაიხდიან 9% მოგების გადასახადის სახით, რაც სულ მცირე გაასამმაგებს შემოსავლებს).

⚡️მოგების მარჟის საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი სარეკომენდაციო ნორმების დაცვა, რათა არ მოხდეს ხალხის გაღატაკება თანხის სწრაფი დაკარგვით.

⚡️სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივ თუ უცხოელ ფსიქოლოგებთან თანამშრომლობა, რათა მოხდეს აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულების ჯანმრთელი აქტივობებით ჩანაცვლება (მოხდება სრულმასშტაბიანი, სპორტის ყველა სახეობის აღდგენა! საუკეთესო გუნდებს ექნებათ დაფინანსებაც, გავლენ სახელმწიფოს ხარჯზე საერთაშორისო ტურნირენზე და ა.შ.) და ეს თამაშები იყოს მხოლოდ ტურისტების გასართობი, რომლებიც მილიარდობით დოლარს შემოიტანს დამატებით.

⚡️უნდა დაიხვეწოს აზარტული თამაშების ვებ. გვერდზე რეგისტრაციის წესი, რომელიც გამორიცხავს არასრულწლოვანთა რეგისტრაციას.

ელექტრონული დემოკრატია 2025-2028 წწ

გაყალბების და კორფუციის დასრულება!

⚡️სახელმწიფო სისტემებში (ხაზინა, შესყიდვების სააგენტო - ტენდერები, სამინისტროები, საერთო სასამართლოები და ა.შ.) ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა, რაც აღმოფხვრის კორუფციას და გახდის სახელმწიფო სტრუქტურებს გამჭვირვალეს.

⚡️სახელმწიფო მოწყობის სისტემის ოპტიმიზაცია - შვეიცარული მოდელის დანერგვა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა რეგიონის დეცენტრალიზებას და მათ თანაბარ განვითარებას. ხალხი თავის რეგიონში მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭიროებებიდან გამომდინარე (ეს არ ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის უგულვებელყოფას ან სხვა რეგიონის მიმართ დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას).

⚡️ხალხს მიეცემა საშუალება გადააყენოს მთავრობა ელექტრონულად, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციის გამოყენებით - წელიწადში ერთხელ (ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-13 თვეს) მოხდება დაპირებების შედეგების შეჯამება და თუ მმართველ პოლიტიკურ პარტიას დაპირებების 70%-ზე მეტი შესრულებული არ ექნება ან სხვა მნიშვნელოვანი დანაშაული მიუძღვის, ხალხს შესაძლებლობა ექნება ღილაკზე ერთი დაჭერით „დაემშვიდობოს“ მთავრობას.

⚡️არჩევნების გაყალბების დასრულება - ბლოკჩეინ ტექნოლოგია საარჩევნო სისტემაში გამორიცხავს: მკვდარ სულებს, დუბლირებას, ე.წ სომხური კარუსელებს და სხვა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება ხარჯები. ემიგრანტებს მიეცემათ ხმის მიცემის შესაძლებლობა სხვა ქალაქში ჩაუსვლელად.

სანამ ქვეყანა სრულად გადავა ელექტრონულ არჩევნებზე, საარჩევნო დღეს, ყველა საარჩევნო უბნებზე უნდა იყოს სახის ამომცნობი კამერები, რომლებიც მიერთებული იქნება პირდაპირ ეთერში ცენტრალურ სისტემასთან და დღის განმავლობაში ავტომატურად შეადარებს, როგორც რეალური ამომრჩევლის სახეს, ასევე პირადობაზე არსებულ სურათს (იუსტიციის ელექტრონული ბაზიდან), რაც გამორიცხავს ე.წ. „კარუსელს“ და მკვდარი სულების საკითხს.

⚡️სახაზინო (მათ შორის სატენდერო) საგადასახადო და სხვა უწყებების გადაყვანა ბლოკჩეინ და ე.წ „გონიერი კონტრაქტების“ მართვის სისტემაზე, რაც გამოიწვევს გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამ ტექნოლოგიების დანერგვა გვაძლევს შანსს, შევამციროთ ბიუროკრატია, საბიუჯეტო ხარჯები, გავაქროთ კორუფცია და სხვა. აღნიშნული ნაბიჯი მოიზიდავს უამრავ ინვესტორს, მათ შორის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც ძალიან მზარდი სფეროა და მრავალი მილიონი დოლარის ინვესტიციას შემოგვიტანს.

 

ქალების სტატუსის და გავლენის ამაღლება პოლიტიკაში 2025 წ

⚡️დღეს, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა დაფუძნებულია ,,გამარჯვება-დამარცხების“, შეჯიბრისა და კონფრონტაციის მოდელზე და არა ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობასა და კონსენსუსის მიღწევაზე, ამ მხრივ, ქალები ძალიან დიდ პროგრესს შემოგვთავაზებენ.

ჩვენს ერთ-ერთ კომპანიაში (მთარგმნელობითი) დასაქმებული 5000-მდე ფრილანსერ-თარჯიმნიდან 65%-ს ქალბატონები წარმოადგენდნენ, ამასთან, კომპანიის ოფისში დასაქმებულთა 95% ქალები იყვნენ. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ისინი არიან უფრო აქტიურები, პასუხისმგებლიანები, შედეგზე ორიენტირებულები და კონფლიქტის დროს უფრო სწრაფად ახდენენ გამოსავლის ძიებას - ვიდრე მამაკაცები. მათ შეუძლიათ კონსტრუქციული ოპონირება, გონივრული კომპრომისი სასურველი შედეგის მისაღწევად ისე, რომ არ დაზიანდეს მთავარი ღირებულებები - ხალხის და ქვეყნის ინტერესები (მათი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის დამსახურებით). ჩვენი კომპანიის კრიზისების გამკლავება და კვლავ ლიდერობაც - კომპანია 5 წელი ზედიზედ პირველ ადგილზე იყო საქართველოს მასშტაბით თავის სფეროში მიუხედავად უმძიმესი ზეწოლისა, ტერორისა, რასაც პატიოსან კომპანიებს უშვებიან სახელმწიფო ტენდერებში, ქალების დახმარებით იქნა მიღწეული.

 

სიმდიდრის, ბედნიერებისა და განვითარების დეპარტამენტი (დუბაის გაუმჯობესებული მოდელი. აშშ-ს სიმდიდრის ინდექსის გათვალისწინებით) 2025 წ.

⚡️საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან კოოპერაციით დაიწყებს საქართველოს მოსახლეობის გამდიდრებაზე ზრუნვას (იხ. მდგრადი ეკონომიკის განყოფილება - ეკონომიკური მოდელი)

⚡️ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის - მოხდება ყველა სპორტული მიმართულების უმაღლეს დონეზე გააქტიურება, რათა ქვეყანაში შეიქმნას ალტერნატივა ცუდი ჩვევების წინააღმდეგ (მაგ. ისლანდიაში თინეიჯერებში სიგარეტის მწეველთა, ალკოჰოლიზმით გატაცებული და ნარკომანიის მაჩვენებელი 70%-ს აჭარბებდა. სახელმწიფოს მიერ ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა მიმართულებით სპორტული აქტივობების პოპულარიზაციის გზით მოხდა ამ მავნე ჩვევების დაწევა 7%-მდე).

⚡️უნდა მოხდეს მოსახლეობის სულიერი განვითარება - ხელი უნდა შევუწყოთ რელიგიური სწავლებების პოპულარიზაციას, მინიმუმ, როგორც კაცობრიობის მნიშნელოვანი სიბრძნის აკუმულაციას, რათა ადამიანები მიხვდნენ, რომ მათი კეთილდღეობისთვის მხოლოდ ფული არ კმარა. ეს გაგხვდის უფრო ბედნიერებს, ლმობიერებს, მეგობრულებს და რმწმენით განმტკიცებულ ერს!

⚡️ადრეული სასკოლო ასაკიდან სასწავლო პროგრამაში უნდა მოხდეს მაქსიმალური სოციალიზაცია, ბავშვების დატრენინგება სხვადასხვა მიმართულების კომუნიკაციებში, როგორიცაა: მეგობრობა, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, პარტნიორები, შეყვარებულები, ოჯახის შექმნის შესახებ ინფორმაცია, წარმატებული მეწარმეობის უნარების შეძენა, სრული ბიზნეს პროცესების შესწავლა და სხვა.

⚡️ადამიანის განვითარებაზე ზრუნვა თავისთავად გულისხმობს, რომ ხალხს მიეცეს მეტი თავისუფლება და შესაძლებლობები. მას შემდეგ, რაც ადამიანის განვითარების დონე მიაღწევს გარკვეულ ზღვარს, ის თავად შექმნის შესაძლებლობებს ცხოვრების სხვა ასპექტებში პროგრესისთვისაც.

 

სასჯელაღსრულების სისტემის სრული რეფორმა - ყველანი გარეთ! 2026-2028 წწ

⚡️ქვეყანამ/ხელისუფლებამ შექმნა სიღარიბე, უიმედობა, პოლარიზაცია, უხარისხო განათლება, ლიმიტირებული ჯანდაცვა და ასევე სხვა ფსიქოლოგიის დამანგრეველი რეალობები, ამით ადამიანების ნაწილი იძულებული გახადა დანაშაული ჩაედინათ, რაც რეალურად სიდუხჭირის და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან გამომდინარეობს, ამიტომ ყველანი (90%) გამოვლენ გარეთ!

⚡️მოხდება პატიმართა რეინტეგრაცია და რეაბილიტაცია. დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, განხორციელდება პატიმრების რეაბილიტაციის 3, 6, 9, 12 -თვიანი პროგრამები ფსიქოლოგიური, საუნარჩვევო და სხვა მიმართულებით. ამ პროგრამების წარმატებით გავლის შემდეგ ადამიანი ოჯახს ნაპოვნი სამსახურით (მათ შორის სამეწარმეო) უბრუნდება, რასაც გრძელვადიან ჭრილში, სახელმწიფოს სახსრების დაზოგვა და ოჯახების გამთლიანება მოჰყვება.

⚡️მთლიანი სისტემა გადავა დაჯარიმების პრინციპზე - შემოღებული იქნება გერმანული საადმინისტრაციო საჯარიმო სისტემა, რომელიც რეგულირდება სპეციალური ფორმულით და რეგულაციებით, რაც გულისხმობს მდიდრისთვის შესაბამისი ჯარიმის გამოწერას იგივე დანაშაულზე დაბალ შემოსავლიან მოქალაქეზე გაცილებით დაბალი ჯარიმის გამოწერას. (კანონმდებლობა, წესები და ჯარიმის ოდენობები შედგება ექსპერტების მიერ ყველა შემთხვევისთვის ცალცალკე). გამონაკლისი შემთხვევა იქნება მკვლელობის საქმეები და სხვა მძიმე დანაშაულებები.

 

ჯანდაცვა სრული რეფორმა 2025-2028 წწ

⚡️ულიმიტო დაზღვევა - სრული ანაზღაურებით! საყოველთაო დაზღვევის მოდერნიზება თანამედროვე ევროპული დაზღვევის სტანდარტით - ჩართული იქნება ყველა ბიზნეს კომპანია ისევე, როგორც ევროპაში. ყველა დასაქმებულს ხელფასთან ერთად გადაუხდიან დაზღვევის მოსაკრებელს (ეს მიზერული ხარჯი იქნება კომპანიებისთვის, რადგან მათ სამჯერ უმცირდებათ გადასახადები ჩვენი ეკონომიკური მოდელის დანერგვის შემდეგ), რაც გამოიწვევს მოქალაქეთა უმრავლესობის ჯანმრთელობის ინდექსის ამაღლებას. ჯანმრთელი და მეტად პროდუქტიული ადამიანები როგორც კომპანიებს, ასევე სრულიად საქართველოს.

⚡️სადაზღვევო სისტემა პენსიონერს და სიღარიბის მიღმა მყოფ ადამიანს სრულად აუნაზღაურებს ნებისმიერ ხარჯს (გამონაკლისის გარეშე).

⚡️ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევა დააფინანსებს ყველა შემთხვევას (გარდა პლასტიკური და სხვა გამონაკლისების) მათ შორის თუ საჭირო გახდა საზღვარგარეთ მკურნალობა სრული ანაზღაურებით.

⚡️ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან (FDA) და ასევე კანადის ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით მოხდება მათი ახალი მიდგომების და გამოცდილების გაზიარება, რათა მოხდეს წამლების ფასების შემცირება 50%-დან 80%-მდე (ეს მიიღწევა ე.წ ჯენერიკული წამლებით ჩანაცვლებით, ასევე ხელოვნურად გაზრდილი ფასების დაწევით და სხვა).

⚡️ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სიცოცხლის გახანგრძლივების განყოფილება - მოხდება მსოფლიოში პირველი სამედიცინო-სამეცნიერო გაცვლითი პლატფორმის შექმნა ბლოკჩეინზე - "World Data Access", რომელიც გულისხმობს მსოფლიო მეცნიერების მიერ თავისი მიღწევების გაზიარებას როგორც ოფიციალური, ისე ინკოგნიტო რეჟიმში. ფაქტიურად, იქმნება სამეცნიერო კლასის მსოფლიოში პირველი ავტონომიური პლატფორმა, სადაც მოხდება მსოფლიოს მეცნიერების მიღწევების გაზიარება ერთმანეთისთვის. პლატფორმის მიზანია ერთობლივი ბრძოლა ისეთ დაავადებებთან როგორიცაა კიბო, ალცჰეიმერი ან თუნდაც სიბერე. მსოფლიოს მეცნიერების მიერ ერთმანეთისთვის გაზიარებული ინფორმაციით ბევრად დაჩქარდება ყველა დაავადებასთან ბრძოლა.

⚡️კიბოს დამარცხება - მძიმე ავადმყოფობების პრევენციისთვის უნდა გამოიყოს რესურსი, რაც თავიდან აგვარიდებს ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანის სიკვდილიანობას. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ე.წ მიშვებული, ქრონიკული დაავადებების პრევენცია, რომლებიც ხშირ შემთხვევებში რთულდება და გადაიზრდება სიმსივნეში (კიბოში) და რომლის შემდგომი მკურნალობა ბევრად უფრო ძვირი ჯდება და უმეტეს შემთხვევებში არის უშედეგო. ჩვენ, ფაქტიურად, ბევრად უფრო ნაკლები ხარჯით შევძლებთ კიბოს დამარცხებას წინარე მასიური პრევენციით (ყოველწლიური ე.წ. "ჩექაფებით") და გადავარჩენთ ათობით ათას ადამიანს ნაადრევი სიკვდილისგან.

⚡️მასიური ვაქცინაციის შეზღუდვა - უნდა მოხდეს არა მთელი მოსახლეობის, არამედ მხოლოდ რიკს-ჯგუფების ვაქცინაცია. ისიც, მხოლოდ ვაქცინის უვნებლობის საერთაშორისო დონეზე აღიარების შემდეგ (სამწუხაროდ მხოლოდ ჯანმოს არ ვენდობით, ვაქცინის უსაფრთხოება უნდა იყოს საერთაშორისო კლასის ლაბორატორიული კვლევების გამყარებული), ეს წესი ეხება გეგმიურ ვაქცინებსაც.

⚡️სახელმწიფოსთან კოოპერაციით მოხდება 80%მდე სამედიცინო დაწესებულებების ულტრათანამედროვე ტექნიკით სრულად აღჭურვა.

 

სურსათის უვნებლობა 2025-2028 წწ

⚡️ეტაპობრივად საქართველოში შემოტანილი პროდუქციის 100% უნდა გახდეს მხოლოდ ნატურალული, ჯანსაღი შემადგენლობის.

⚡️ქვეყანაში პროდუქციის შემოტანის რეგულაციების გამკაცრება, რაც გულისხმობს მხოლოდ საერთაშორისო - ევროპული სტანდარტით გათვალისწინებული პროდუქციის შემოტანას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.

⚡️ამ რეგულაციებით გარანტირებული თავდაცვა უხარისხო და ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტისგან (მათ შორის გენმოდიფიცირებული, ტრანს ცხიმებით გაჯერებული და სხვა ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი პროდუქციის აკრძალვა), ადგილობრივი წარმოების წახალისება ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობისკენ.

⚡️კონტროლის გამკაცრება - სკოლებთან, ბაღებთან და საბავშვო თავშეყრის ადგილებთან ახლოს - 200 მეტრის რადიუსში, შაქრის და მარილის დიდი შემცველობის, აგრეთვე დამაზიანებელი დანამატების შემცველი პროდუქციის (გემოს გამაძლიერებელი ე-621, კიბოს გამომწვევი დანამატი ე-330) გაყიდვის აკრძალვა.*

*აღნიშნული და ჯამ. მავნე სახის დანამატებით პროდუქცია სრულად ჩანაცვლდება ნატურალური ანალოგიებით არაუგვიანეს 2028 წლის.

 

საგარეო ურთიერთობების მოწესრიგება 2025-2028 წწ

უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა და მდგომარეობა - გავხდეთ ოქროს ხიდი ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობაში, რაც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და ავტომატურად გამოიწვევს გრძელვადიან მშვიდობას. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არ წამოვიდა საქართველოსთვის სასურველ მოლაპარაკებებზე მაშინ დაუყონებლივ უნდა მოხდეს აშშ-სთან შეთანხმება მათი ფართომასშტაბიანი ბაზის შექმნისთვის საქართველოში, რათა საბოლოო წერტილი დაესვას რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციას. ეს საქართველოს მისცემს საშუალებას უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - თუ რუსეთი არ წამოვიდა ქართველ ხალხთან (და არა პოლიტიკოსებთან) თანაბარსწორ მოლაპარაკებებზე.

 

 

ძალოვანი სტრუქტურების მოდერნიზება      2026-2028 წწ

⚡️საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს - mkhileba.gov.ge-ს რეალური ამუშავება/პოპულარიზაცია, რაც მაქსიმალურად გაამკაცრებს საჯარო მოხელეების დანაშაულებრივ გადაცდომებს.

⚡️ზემოთ აღნიშნულ დეპარტამენტთან ერთად, კონტროლს განახორციელებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და ბიზნესომბუდსმენი, რომლებიც ატვირთულ საქმეებზე მოახდენენ რეაგირებას.

⚡️პოლიციის რეფორმა - დუბაის მოდელი, როდესაც ქუჩაში არ პატრულირებენ საპატრულო ეკიპაჟები, ისინი არიან მობილიზებული შესაბამის ადგილებში, საიდანაც არაუგვინეს 2 წთ-ში ჩნდებიან ადგილზე (როგორც დაცვის პოლიცია და კერძო დაცვის სააგენტოები საქართველოში), ამით იზოგება მილიონები საწვავში და ეფექტურობა იზრდება 5-ჯერ.

⚡️დანაშაულის საჯარიმო სისტემაზე გადასვლა გერმანიის/ნორვეგიის გაუმჯობესებულის

იხედვით. (გამონაკისი მძიმე დანაშაული).

⚡️პროკურატურის, სუსის და შსს-ს ნდობის მაქსიმალური ამაღლება - საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის, ბიზნესომბუდსმენის უშუალო დაშვება, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ნებისმიერ საქმეზე და უშუალო კონტროლი საქმის მიმდინარეობისას.

⚡️ზემოთ მოცემული რეფორმების განხორციელება FBI-ს, CIA-ს NSA-ს და ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო სტრუქტურებთან (ესპანეთი, გერმანია) კონსულტაციით.

⚡️რეფორმის ფარგლებში სუს-ს გადაუკეთდება სახელი და გახდება ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო. შსს-ს გადაუკეთდება სახელი და გახდება საქართველოს სამართალდაცვის სააგენტო (ეს პირობითია, შემდგომ ვიმსჯელებთ სახელებზე).

 

 

თავდაცვის რეფორმა 2026-2028 წწ

⚡️ ჯარში მსახურების საყოველთაო ვალდებულება შეიცვლება შვეიცარიულის მსგავსი მოდელით, სავალდებულო იქნება 6 თვიანი კურსის გავლა ყველასთვის (გამონაკლისების გარდა), სურვილის შემთხვევაში ქალებისთვისაც. კურსის დასრულების შემდგომ მომდევნო 9 წლის განმავლობაში ვალდებულება დარჩებათ გაიარონ სამი 9 კვირიანი კურსი, მთლიანობაში გამოდის 1 წელზე ცოტა მეტი. აღნიშნული კურსები მოიცავს როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ სწავლებებს, რომლებიც მათ შორის მიმართული იქნება ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შედეგების მიღწევაზე.

⚡️ისრაელისგან 2 "რკინის გუმბათის" სისტემების შეძენა (მეგობრულ ფასად), რაც გააძლიერებს საქართველოს ცას სრულ პერიმეტრზე - რუსეთის ნაწილი.

⚡️დრონების არმია- დავიწყებთ დრონების შეძენას თურქეთისგან, აშშ-სგან, რომ ქართული თავდაცვა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული ტექნოლოგიების ჩარევაზე და არა ადამიანების სიცოცხლის ფასად რისკზე!

⚡️დრონების ქარხანა- საქართველო დაიწყებს დრონების ქარხნის მშენებლობას (ასევე წაახალისებს სტარტაპებს ამ მიმართულებით გრანტების სახით, როგორც ეს ისრაელში მოხდა, რათა მივიღოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტური და უფრო დაბალი ხარჯის პროდუქტი) და სერიულ წარმოებაში ჩაშვებას, რაც შეგვიმცირებს თავდაცვის ხარჯებს და ასევე გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით დამატებით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას!

⚡️უნდა მოხდეს ამერიკასთან/ნატოსთან რეალურად სწრაფი ნაბიჯების გადადგმა და სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში (თუ წარუმატებლად დასრულდა რუსეთთან მოლაპარაკება), რაც გაამყარებს ჩვენს სიძლიერეს რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს შანსი გავხდეთ ოქროს ხიდი აშშ-სა და რუსეთს შორის.

 

სასამართლო სისტემის მსოფლიო სტანდარტზე აყვანა 2025-2028 წწ

⚡️საქმის სპეციფიკის შესაბამისად მოხდება ბლოკჩეინით მოსამართლეების შემთხვევითობის პრინციპით შერჩევა, რაც გამორიცხავს საქმის კონკრეტული მოსამართლისთვის გადაცემას.

⚡️უნდა მოხდეს ყველა მოსამართლის, მათ შორის, უვადოდ დანიშნულების დისციპლინური კანონმდებლობის გამკაცრება, რაც გულისხმობს მოსამართლის დაჯარიმებას ან დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლებას, მისი თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში.

⚡️მოხდება საარბიტრაჟო მომსახურების სისტემის დანერგვა, რომელიც წლებს დაუზოგავს მოდავე მხარეებს და უცხოურ ბიზნესს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ქვეყნის გამჭვირვალობას და სანდოობას.

⚡️ამ მიმართულებით, მაქსიმალური სანდოობის გასამყარებლად მოხდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო საარბიტრაჟო ბლოკჩეინ-სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს 2 მოდავე მხარის მიერ, შესაბამის სახელმწიფო ვებ. გვერდზე დავის სარჩელების ატვირთვის შემდეგ, რანდომული პრინციპით საერთაშორისო არბიტრის შერჩევას, რომელიც მათ საკითხს განიხილავს. აღნიშნულ მოდელს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

 

სამართლიანობის აღდგენა 2025-2028 წწ

⚡️ყველა შესაბამის სამინისტროში გაიხსნება უსამართლობასთან ბრძოლის განყოფილებები (სახელს მოგვიანებით შევურჩევთ) და დაზარალებულებს დაუბრუნდებათ უსამართლოდ ჩამორთმეული თანხა, ქონება, აუნაზღაურდებათ მიყენებული ზარალი.

⚡️ეს პროცესი დარეგულირდება საარბიტრაჟო მომსახურების გააქტიურებით - შეიქმნება საქართველოში არსებული საარბიტრაჟო იურიდიული კომპანიების ბაზა, განვითარდება მათი მომსახურების სისტემა, რაც დავის განხილვას 1-იდან 3-თვემდე შეამცირებს (სასამართლოს წლებთან შედარებით). დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდება სამართლიანობის აღდგენის აღსრულება. იმ შემთხვევებში თუ ქონება ან სხვა ღირებულება არ ექვემდებარება დაბრუნებას, დაზარალებულ მოქალაქესთან მოხდება ალტერნატივის შეთავაზება. აღნიშნული სისტემა ამოქმედდება 2025 წელს.

⚡️აგრეთვე დეპარტამენტს დაევალება რეაგირება სხვა ნებისმიერ საკითხზე სამართლიანობის აღდგენის, ეს იქნება პოლიტიკური/სხვა შეხედულებების გამო სამსახურიდან დათხოვნა, ბიზნესის წართმევა და ყველა სხვა საკითხზე.

⚡️ჩატარდება ყველა გახმაურებული საქმის (გამსახურდია, ჟვანია, სარალიძე, სანაია, მაჩალიკაშვილი, შაქარაშვილი, ბაჩალეიშვილი და სხვების) ობიექტური და სწრაფი გამოძიება, მოეხსნება გრიფი ყველა იმ საქმეს, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

 

ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლა 2025 წწ

⚡️პროპაგანდის და პირადი ინტერების გატარებისგან დაცვა - საქართველოს მოქალაქეს ექნება მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

⚡️ცილისწამება, "ფეიქნიუსი" და ზოგადად ადამიანის განგებ/უსაფუძვლო დადანაშაულება უნდა დარეგულირდეს შესაბამისი კანონმდებლობით - კონსტიტუციის მე-17 მუხლში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება, სადაც მკაცრად იქნება განსაზღვრული ჯარიმა სიმძიმის მიხედვით.

⚡️სასამართლოს მრავალწლიანი პროცესების ნაცვლად, აღნიშნული სახის დავები უნდა დაექვემდებაროს არბიტრაჟის (მათ შორის, საერთაშორისო არბიტრაჟის) გადაწყვეტილებას.

სსს-ში შეიქმნება დეზინფორმაციის საწინააღმდეგო დეპარტამენტი, სადაც მოხდება მონიტორინგი, ანალიზი და ბრძოლა აღნიშნულ პრობლემასთან, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან პროპაგანდისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის აღსაკვეთად.

⚡️აღნიშნული კანონი უნდა იყოს იდეალურ ბალანსში სიტყვის თავისუფლებასთან. ასევე, არ უნდა ზღუდავდეს მედიას!

 

ქვეყნის არქიტექტურული გეგმის შედგენა 2025-2028წწ

⚡️უნდა მოხდეს საქართველოს მთავარი არქიტექტურული გეგმის გასწორება და ყველა მომავალი მშენებლობის მისთვის დაქვემდებარება, რათა ქვეყანამ არ დაკარგოს მისი უნიკალური სახე.

⚡️ამასთან ერთად, უნდა მოიხსნას ლიცენზირების ბიუროკრატიული და კორუფციული სისტემა.

⚡️სამშენებლო კომპანიებისთვის სავალდებულო საპარკინგე კვოტის დაწესება, რათა ყველა შენობას ჰქონდეს საკმარისი ადგილი და განთავისუფლდეს გარე პარკინგის ადგილები.

⚡️ ძველი "ხრუშოვკის" და სხვა ძველი კორპუსების ჩანაცვლება ახლით, რომელიც ქალაქებს შეუნარჩუნებს იერსახეს.

 

ცესკოს რეფორმა 2025-2028 წწ

⚡️ცესკოს რეაბილიტაცია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, როგორიცაა არჩევნები ბლოკჩეინზე (რეალურ ბლოკჩეინზე და არა ეხლა რაც გააკეთეს), სახის ამომცნობი კამერები უბნებზე და სხვა.

⚡️სარეფერენდუმო ელექტრონული სერვისის გააქტიურება ბლოკჩეინზე, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას მარტივად გამოაცხადონ ნებისმიერ საკითხზე სარეფერენდუმო კითხვა, რომელიც ავტომატურად რანდომული (შემთხვევითობის პრინციპით) წესით დაიგზავნება 30.000 მოქალაქესთან my.gov.ge-ის პორტალზე (ელ.ფოსტაზეც მოვა შეტყობინება კითხვის სახით, შემდგომ მოქალქეს დასჭირდება ელ. ხელმოწერა), თუ ამ რიცხვიდან დაინტერესდა 10% მაინც პროგრამა გააგრძელებს კიდევ სხვა 30.000თან დაგზავნას, 200.000 ხელმოწერის შეგროვების შემდეგ პარლამენტს ეგზავნება სარეფერენდუმე მოთხოვნა, ის თავის მხრივ აძლევს იურიდიულ კონტექსტს და უგზავნის ცესკოს რეფერენდუმის გამოცხადების ორგანიზებისთვის.

⚡️რეფერენდუმის გამოცხადებამდე ცესკოს ექნება ვალდებულება 4 თვით ადრე დაიწყოს მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული რეფერენდუმის/ების შესახებ, მათ შორის ვალდებულება სატელევიზიო რეიტინგულ არხებზე დღეში 2 ჯერ მოკლე სარეკლამო-საინფორმაციო ვიდეოს სახით ამცნოს რეფერენდუმის შესახებ, კვირაში 2ჯერ ორგანიზება გაუწიოს ერთ-ერთ რეიტინგულ არხზე (არხები ყოველ კვირა შეიცვლება) როგორც რეფერენდუმის მომხრე ასევე მოწინააღმდეგე ექსპერტების მოწვევას, რათა გაიმართოს სულ მცირე 20 წთ-იანი დისკუსია და ხალხმა თანაბრად შეძლოს მიიღოს ინფორმაცია დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ (რეფერენდუმის მომხრე ექსპერტების მოწვევას შეძლებს რეფერენდუმის გამომცხადებელი, თუ ის არ მოიწვევს მაშინ ცესკოს ექნება ამის ვალდებულება).

⚡️პოლიტიკური პარტიების დაპირებების შესრულების კონტროლი ყოველ მე13 თვეს! (ცესკოს გარდა აღნიშნულს თავდაცვის მიზნით სახალხო დამცველიც გააკონტროლებს, რომელიც ხალხის მიერ იქნება არჩეული ჩვენი რეფორმის შემდეგ). მოკლედ: მთავრობის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა თუ იგი დაკისრებულ მოვალეობას ან საარჩევნო დანაპირების (რომელიც მას წინასწარ ექნება შევსებული და წლებზე გაწერილი) მინიმუმ 70%-ს ან მეტს ვერ/არ შეასრულებს. კანონპროექტი სრულად აქ (რომელიც რათქმაუნდა დაგვიბლოკა პარლამენტმა იმ მიზეზით რომ ანალოგი არ არის მსოფლიოშიო): https://modefy.world/img/docs/ourprojectregisteredinParliament_1627994832.pdf?fbclid=IwAR2HD14hjiAtqyQe3ahkYEHcU06zDs7Z5YGs9xWW3Q9lEsGWEzJtTgzTs0s

 

იუსტიციის სამინისტრო 2025წწ

⚡️ყველა პერსონალური მონაცემის, პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვ. გადატანა ბლოკჩეინზე, რათა გამოირიცხოს დოკუმენტების გაყალბება და მათი გამოყენება, მათ შორის, არჩევნების დროს - გარდაცვლილი ადამიანების გამოყენება ან ადამიანების დუბლირება ("კარუსელი") შეუძლებელი გახდება ჩვენს საარჩევნო რეფორმასთან კომბინაციაში.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის როლი 2025წწ

⚡️საქართველოს პრეზიდენტის უფლებების გაზრდა, რათა მოახდინოს პარლამენტის და პრემიერის იდეალური ზედამხედველობა და მათთან კოოპერაციით საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება. (ფრანგული მოდელის საქართველოზე მორგება).

 

 

დედაქალაქის დეცენტრალიზება 2025-2028წწ

⚡️უნდა მოხდეს დეცენტრალიზება (შვეიცარიის გაუმჯობესებული მოდელი), რაც გულისხმობს ყველა ქალაქის თანაბრად განვითარებას ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის (ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბორჯომი, გორი, რუსთავი, თელავი, თბილისი და ა.შ.) ყველა ქალაქი უნდა ბრწყინავდეს!

 

განათლება ევროპული სტანდარტით 2026-2028წწ

⚡️ყველა სასწავლო დაწესებულება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტს არაუგვიანეს 2028 წლისა.

⚡️ჩვენი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმების ინდექსი უნდა იყოს 95% და ზევით, რაც განხორციელდება სხვადასხვა სპეციალური პროექტების იმპლემენტაციით (იხ. განყოფილებები: სოფლის მეურნეობა, საქართველოს „სილიკონის ველი“, განათლება - პუნქტი „სტენფორდის პრაქტიკა“, "ეკონომიკური მოდელი", გლობალური ვები freelancer.com -ის გაუმჯობესებული ვეესია და ა.შ. ).

⚡️ბაღისა და სკოლის დაწყებით კლასებში ფინური მოდელის იმპლემენტაცია, რომელიც გულისხმობს მოძველებული მიდგომების ჩანაცვლებას შედეგზე ორიენტირებული სწავლების მიმართულებებით. ეს მეთოდი ბავშვისთვის არის ძალიან საინტერესო, სახალისო და რაც მთავარია თავისუფლების შეგრძნების მაქსიმალური ინდექსით, რაც ბავშვს აძლევს თავისი პოტენციალის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობას, ჩარჩოს მიღმა (out of box) აზროვნების ჩამოყალიბებას - კრეატიულობას, ინოვაციურობას, ამავე დროს ის ატარებს თავისი ბავშვობის წლებს ჰარმონიაში და არა დაძაბულ სასწავლო პირობებში.

⚡️სტენფორდის უნივერსიტეტის ამერიკული პრაქტიკის დანერგვა საუნივერსიტეტო და პროფესიულ სასწავლებლებში, რაც გულისხმობს მაგ. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მე-3 კურსიდან კომპანიის რეგისტრაციას, რომელიც რეალურად დაიწყებს ფუნქციონირებას სახელმწიფოს და უნივერსიტეტის დაფინანსებით (უნივერსიტეტში გამოყოფილი იქნება თავისუფალი საერთო სივრცეები სრული აღჭურვილობით, ასევე დამატებით მოხდება ფულადი გრანტების გამოყოფა სხვადასხვა სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიებისთვის). ეს ყველაფერი მოხდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით.

⚡️სტუდენტი სასწავლებლის დასრულების შემდგომ, რეალურ პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად მიიღებს მისთვის საინტერესო მიმართულებაში მომუშავე საკუთარ კომპანიას და დიპლომთან ერთად, ის ბიზნესის მფლობელიც ხდება.

 

მეცნიერების განვითარება 2027-2028 წწ

⚡️პროექტი „მსოფლიოს პირველი მონაცემთა წვდომის ცენტრი“ (World Data Access) - შეიქმნება მსოფლიოში პირველი სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა ბლოკჩეინზე, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მეცნიერს/გამომგონებელს ექნება საშუალება საკუთარი ნაშრომები ან იდეები გააზიაროს, როგორც 100%-იანი ინკოგნიტო რეჟიმით, ასევე სტანდარტულად.

ეს მოგვცემს მსოფლიოში პირველ პლატფორმას, სადაც მოხდება საუკეთესო იდეების აკუმულაცია, როგორც მედიცინის/ტექნოლოგიების, ისე სხვა მიმართულებით. სხვადასხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბევრად სწრაფად მოხდება გარღვევები კონკრეტულ სფეროებში. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოხდება მათთვის შესაბამისი წვლილის პროპორციით ჰონორარების დარიცხვა.

⚡️მოხდება ახალგაზრდების წახალისება თავისივე მეცნიერულ სფეროში, რათა ჩამოვუყალიბოთ მომავლის ხედვა და შევუქმნათ მოტივაცია გააგრძელონ ამ მიმართულებით მოღვაწეობა.

⚡️საქართველოს ყველა სასწავლებელი (სკოლებიდან დაწყებული) აღიჭურვება ულტრათანამედროვე ტექნიკით, რათა საინტერესო გახდეს მეცნიერება ყველასთვის.

⚡️სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად მოიზიდავს სულ მცირე 1 მილიარდ ლარს ყოველწლიურად, რათა დაფინანსდეს ყველა სტარტაპი თუ არსებული კომპანია/ჯგუფი მეცნიერული კვლევების, ახალი აღმოჩენების და საქართველოს პოტენციალის სრულად გამოვლენისთვის.

⚡️მეცნიერების წახალისება და განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვცემს ქვეყნის ყველა მიმართულების გაძლიერებას, როგორიც არის: მედიცინა, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და სხვა.

 

ქართული სპორტის აღორძინება 2027-2028 წწ

⚡️სპორტის განვითარება და ძველი დიდების დაბრუნება - განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ფეხბურთს, რადგან ისტორიულად, ჩვენ საერთაშორისო დონეზე გვქონდა მაღალი შედეგები. შესაბამისად, მიღწეულის გამეორება ყოველთვის შეიძლება თუ იქნება მოტივაცია სახელმწიფოს მხრიდან.

⚡️წარმატებულ სპორტსმენებს უნდა დაენიშნოთ ყოველთვიური მაღალი ხელფასი მეტი მოტივაციისთვის, რომელიც გავრცელდება სპორტის ყველა სფეროზე. წახალისებისთვის სკოლებში და უნივერსიტეტებში არსებულ ყველა გუნდს ასევე ექნება დაფინანსება, სადაც შევა საუკეთესოების ყოველთვიური სტიპენდიები.

⚡️შეიქმნება სპეციალური ნახევარმილიარდიანი ფონდი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, რომელიც გულისხმობს მსხვილ ბიზნესებთან წინასწარ შეთანხმებებს სპონსორობის საკითხზე. სამაგიეროდ, ისინი მიიღებენ ბევრ შეღავათს, ასევე ხალხის მხრიდან აღიარებას და გუნდების წარმატების შემთხვევაში საერთაშორისო აღიარებასაც. რაც ყველაზე მთავარია, ისინი შეუწყობენ ხელს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და უდიდეს წვლილს შეიტანენ ახალი თაობის ჯანსაღ განვითარებაში. საბოლოო ჯამში სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად სპორტის ყველა სფეროს განვითარებისთვის ყოველწლიური ბიუჯეტი იქნება 1 მილიარდი ლარი.

⚡️უნდა მოხდეს სპორტის ყველა მიმართულების რეფორმა და მათი საქართველოს მასშტაბით გააქტიურება. არ უნდა დაიკარგოს არც ერთი ტალანტი და მათ მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა მიეცეს სახელმწიფოსგან.

⚡️შეიქმნება სპეციალური განყოფილება - სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაკომერციული საწარმო (მსგავი აშშ-ში არსებული NCAA), რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში არსებული ყველა კოლეჯის, უნივერსიტეტის, სკოლისა თუ სასწავლებლის ჩართვას საქართველოს პირველობისთვის ბრძოლაში თავის სფეროში, რაც ავტომატურად ნიშნავს საუკეთესო გუნდების/სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებში ჩართვასაც.

 

საქართველოს კულტურის და ხელოვნების განვითარება 2027წწ

⚡️ჩვენი ძეგლების დაბრუნება დიპლომატიური, საერთაშორისო სამართლის გზით და ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაცია საზღვარგარეთ.

⚡️ყველა ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა ქართული კულტურის გაცნობა და ჩვენი უზარმაზარი ისტორიის წარმოჩენა.

⚡️შემოქმედებითი მოღვაწეობის, მოცეკვავეების, მომღერლებოს, ხელოვნების და სხვ. წახალისება, საერთაშორისო ფესტივალებზე, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებზე მონაწილეობის დაფინანსება.

⚡️ქართული კინოს აღდგენა

⚡️ყველა ქართული რეგიონის კულტურული განვითარება

 

ვალდებულებების განულება (სრული ამნისტია!) 2025 წელი

⚡️აქ შედის როგორც საგადასახადო მიმართულების, საბანკო გაპრობლემებული სესხების (ჯარიმების და პროცენტის განულება), ასევე კომუნალური და სხვა დავალიანების განულება ვინაიდან სახელმწიფომ ბოლო 13 წლის განმავლობაში არაპროფესიონალური, კორუფციული, მხოლოდ საკუთარი თავის გამდიდრებაზე ორიენტირებული იდეოლოგია გამოავლინა, გააძვირა პროდუქცია, გააღატაკა ხალხი და ვერ უზრუნველყო ქვეყნის და ხალხის წარმატება. მათი შეცდმოების გამო ხალხი არ უნდა დაზარალდეს და აღნიშნულ პერიოდში დაგროვილი დავალიანებები განულდეს.

⚡️ამას მივაღწევთ ქურდი ჩინოვნიკების მოპარული თანხების დაბრუნების პროექტით, ასევე ტენდერების სისტემის გაჯანსაღებით ამონთავისუფლებული თანხების კომბინაციით, ასევე საბანკო თუ სხვა ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების გზით.

⚡️საქართველოს მოქალაქეს უძრავ ქონებას ვერცერთი საკრედიტო დაწესებულება (ბანკი) ვერ წაართმევს!!
ჩვენი პროგრამა ეყრდნობა ისრაელის და ევროპის საკანონმდებლო რეგულაციებს, რომელიც იცავს მოვალეებს ქონებრივ საკითხებში. საქართველოში საკანონმდებლო ბაზა დაიცავს ცალკეულ მოვალეებს (მსესხებლებს) კრედიტორის (ბანკის) მიერ მათი ქონების სრული დაყადაღებისგან/გასხვისებისგან. 
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო დახმარება მოხდება ინდივიდუალურად შესაბამისი საკანონმდებლო დებულებების დახმარებით, რომელიც მოიცავს გადავადებას, რესტრუქტურიზაციას, ფინანსურ უზრუნველყოფას, მოლაპარაკებებს და სხვა ინსტრუმენტებს. ამ პროცესში უშუალოდ იქნება ჩართული ეროვნული ბანკის წარმომადგენელი!
ასევე შეგახსენებთ ჩვენი პროგრამით იპოთეკური სესხი იქნება 4%-მდე!!

 

 

საქართველოში უკიდურესად გაჭირვებული აღარ იარსებებს 2024-2028 წწ

⚡️მოხდება უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის, როგორც ფულადი, ასევე დასაქმების მიმართულებით დახმარება, რათა ამ ადამიანებს გარეთ - სიცივეში თუ სიცხეში დგომის საჭიროება მოვუხსნათ.

⚡️ვინც საპენსიო ასაკშია ან ინვალიდი მათ სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინვენტარით, ფინანსური დახმარებით თუ სხვა საჭიროებებით (ქირა, მკურნალობა და სხვა).

⚡️შეიქმნება ამ ხალხის ბაზა და მოხდება მათი სურვილის მიხედვით ახალი პროფესიის დაწაფების შეთავაზება ან უკვე არსებულში ცოდნის გაღრმავება (სახელმწიფო დაფინანსებით), რომ შევუქმნათ ახალი მოტივაციები და პერსპექტივა.

 

შშმ პირები ინტეგრაცია სოციუმში 2024-2028წ

⚡️უნდა მოხდეს შშმ პირებზე ადაპტირებული ადგილების გამრავლება. დაწესებულებები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ადგილები უნდა იყოს მათთვის მაქსიმალურად ადაპტირებული.

⚡️ესპანური პრაქტიკის გათვალისწინება, სადაც კომპანია, რომელსაც 50-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს ვალდებულია შემადგენლობის მინ. 2.5% შშმ პირი დაასაქმოს, ხოლო 25-დან 50-მდე თანამშრომლის ყოლისას - შემადგენლობის 5%-ი. აქ შედის მათი გადამზადებაც - ტრენინგები.

⚡️პროექტების სწრაფი დანერგვისთვის წლიური დაფინანსების გაზრდა 300%-ით.

 

საზოგადოებრივი უმცირესობების უფლებების დაცვა 2025წ

⚡️რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური თუ სხვა ნებისმიერი შეხედულების მქონე ადამიანების დაცვა ზუსტად იგივე შემართებით, როგორც საქართველოს სხვა რიგითი მოქალაქის.

⚡️ამავე დროს მუშაობა უმცირესობებთან რათა მოხდეს პრევენცია სახელმწიფოს წინააღმდეგ სახალხო მღელვარების და არეულობისკენ მიმართული ხელოვნურად შექმნილი პრობლემების.

⚡️სეგრეგაციის, დისკრიმინაციის, ეთნიკური სიძულვილის და დაძაბულობის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია აუცილებელია ძლიერი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად.

⚡️საქართველოში არსებული უმცირესობების მხარდაჭერა - ეუთოს უმაღლესი კომისრის დახმარებით, რეკომენდაციების გათვალისწინება.

⚡️ზემოთ მოცემული მიზნების შესასრულებლად

შეიქმნება შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც იქნება საქართველოს სახალხო დამცველის დაქვემდებარებაში

 

ნარკოპოლიტიკა 2026-2028 წწ

⚡️პორტუგალიის და ჩეხეთის წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინება - ყველა სახის ნარკოტიკული საშუალებების დაუყოვნებლივი დეკრიმინალიზაცია. თუმცა მათ გასაღებაზე, გაყიდვაზე ან დიდი რაოდენობით შენახვაზე იქნება შესაბამისი სახელმწიფო ჯარიმა.

სტატისტიკა აჩვენებს რომ მაგალითად პორტუგალიაში და ჩეხეთში დეკრიმინალიზაციის შემდეგ ნარკოტიკების მოხმარება 50%-ით შემცირდა.

ამ ნაბიჯის გადადგმისთვის კიდევ ერთი მაგალითი არის - მიღებული მშრალი კანონი, რომელიც გულისხმობდა ნარკოტიკად აღიარებული ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვას. ამ აკრძალვამ გამოიწვია მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის კუსტარულად დამზადება და იატაკქვეშეთის ბიზნესი, რომლითაც იწამლებოდა და კვდებოდა უამრავი ადამიანი. ამით უფრო დიდი ზიანი ადგებოდა მოსახლეობას. ასევე, ამავე აკრძალვამ გამოიწვია ნარკომანიის/წამალდამოკიდებულების პირველი მასიური ნიშნები და საბოლოოდ მიიღეს მშრალი კანონის გაუქმების გადაწყვეტილება.

⚡️უკვე არსებული წამალდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს სრულიად უფასოდ, რომელიც პარალელურ რეჟიმში ჩანაცვლდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით და ადამიანის მაქსიმალური სოციალიზაციით.

 

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება 2027-2028წწ

⚡️ქართველების, როგორც უნიკალური ერის შენარჩუნებისა და მსოფლიოსთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანის მიზნით, უნდა მოხდეს მოსახლეობის თანმიმდევრული ზრდის წახალისება/მხარდაჭერა.

⚡️ახლადაქორწინებულ წყვილს, რომლის თანაცხოვრება გაცდება 3 წელს სახელმწიფო დაუფინანსებს იპოთეკის (სახლის/ბინის) შეძენისთვის პირველ შენატანს 10%-ს (ეს იქნება ახალი წესი ბანკებისთვის მანამდე არსებულ 20-30%თან შედარებით), საბანკო რეფორმასთან ერთად, რომელიც იპოთეკური სესხის 4-6%მდე ჩამოყვანას გულისხმობს ლარში მისცემს საშუალებას შექმნას იდილია ოჯახში, მეტი სითბო, სიყვარული და ენერგია ჩადონ ქვეყნის გამრავლებაში.

⚡️ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად, დამატებით სამოტივაციოდ, მე-3 ბავშვიდან ავტომატურად ხდება მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის მინიჭება, რაც ბევრ სხვა უპირატესობასთან ერთად, დამატებით ბენეფიტებსაც მოიცავს -20%-იანი ფასდაკლება ყველაფერზე 3 წლის განმავლობაში, რომელიც გულისხმობს საკვების შეძენას ნებისმიერ სუპერმარკეტში და სააფთიაქო პროდუქტს-პამპერსი, ბავშვთა კვება და სხვა (ავტომატურად იქნება დარეგულირებული პროგრამულად და უნაღდოდ გადახდისას ან ნაღდის შემთხვევაში პირადობის ჩვენებით), დამატებით ერთჯერადი დახმარება - მე-3 ბავშვზე 9000 ლარი (3000 ლარი თვეში - 3 თვის განმავლობაში), მე-4 ბავშვზე 16000 ლარი (4000 თვეში - 4 თვის განმავლობაში), მე-5 ბავშვზე 25000 ლარი (5000 თვეში - 5 თვის განმავლობაში) და ა.შ.

 

მოსახლეობის სულიერი განვითარება 2025-2028წწ

⚡️ხელი უნდა შეეწყოს მოსახლეობის სულიერ ზრდას. ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე, აქცენტი უნდა გაკეთდეს რელიგიური სწავლებების პოპულარიზაციაზე. ამ გზით, ადამიანებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი კეთილდღეობისთვის მხოლოდ ფული არ არის საკმარისი და წინასწარ უნდა შეიქმნას საფუძველი გამდიდრებისა და სულიერი განვითარების ჰარმონიული თანაარსებობისთვის.

⚡️რელიგია უნდა იყოს პოლიტიკისგან/სახელმწიფოსგან გამიჯნული და სრულებით დამოუკიდებელი.

⚡️საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს, იუნესკოს, ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ეუთოს რეკომენდაციებით რელიგიური განათლება საჯარო განათლების ნაწილი უნდა იყოს. უნდა დაემატოს სასკოლო პროგრამას როგორც ახალი საგანი.

⚡️უნდა მოხდეს ყველანაირი კითხვის გაქრობა მღვდლებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ბუნდოვან საკითხზე; ეკლესია უნდა იყოს მაქსიმალურად სუფთა და გამჭირვალე; ის უნდა ემსახურებოდეს ხალხს და მათ სულიერ განვითარებას. სახელმწიფო გაზრდის 4 ჯერ საპატრიარქოს დაფინანსებას რომ მათ შეძლონ ბევრი საჭირო პროექტის განხორციელება და რაც ყველაზე მთავარია გააქრონ ყველა კითხვა საკუთარ სისტემაში.

 

ცხოველთა დაცვის საკითხი 2025 წ

ალბათ ყველას შეგხვედრიათ მიუსაფარი ძაღლი და მის სევდიან თვალებში ჩაგიხედავთ. მას რაც შეიძლება აწუხებდეს - ეს საკვებია, ამიტომ ყველაფერთან ერთად, უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება, რაც მათ შესაძლო (იშვიათ) აგრესიას მინიმუმამდე დაიყვანს.

⚡️ამისთვის, ქალაქეში ძაღლების თავშეყრის ადგილებში უნდა დაიდგას სპეციალური აპარატები, სადაც პოლიეთილენის ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში ცხოველებისთვის საკვები ჩამოიყრება სპეციალურ კვებისთვის განსაზღვრულ ადგილას. ეს ნაბიჯი, დამატებით, დაგვიცავს ძაღლების მიერ საჭმლის ძიების მიზნით ურნებიდან ნაგვის ამოყრისგან და გარემოს დანაგვიანებისგან.

'⚡️მოხდება თავშესაფრების მოდერნიზება და ჩანაცვლდება მაღალი ხარისხის თავშესაფრებით, სადაც იქნება გაერთიანებული ცხოველთა დიაგნოსტიკა და მკურნალობაც.

საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება ჩვენი ცხოველების უფრო უკეთ დასაცავად - როგორც ეს გერმანიაშია.

 

 

იძულებით გადაადგილებული პირები 2026-2028წწ

უნდა მოხდეს ჩვენი დევნილების ღირსეული დაფასება.

⚡️ყველა იძულებით გადაადგილებულ პირებს და ომგამოვლილ ოჯახებს უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი ფართები. ოჯახები ვისაც არ აქვთ დღემდე მიღებული ბინა 2026 წელს უნდა გადაეცეთ დოკუმენტი კონკრეტული ფართის ოდენობით და დედლაინით როდის მიიღებენ აღნიშნულ ფართს.

საქართველოში გარემოს დაცვა ევროპული სტანდარტით 2026-2028 წწ

⚡️საქართველოს ბუნების დაცვა: დიდი ჰესები არ უნდა აშენდეს არც რაჭაში და არც სხვაგან, რადგან ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს ბუნებას და მოსახლეობას. ასევე, ტყის გაჩეხვის მაგივრად, ხალხს უნდა შევთავაზოთ ბუნებრივი აირის შეყვანა სახელმწიფოს და გაზგამანაწილებელი კომპანიების დახმარებით.

⚡️საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ჩანაცვლდება ელექტრო ენერგიაზე და/ან წყალბადზე მომუშავე ავტობუსებით/მიკროავტობუსებით, ამასთან ერთად, გამკაცრდება კონტროლი უხარისხო ავტომობილების გადაადგილებაზე.

⚡️მოხდება ელექტრომანქანების შეძენის წახალისება (ელექტრომანქანის შეძენას სახელმწიფო 20%-ით დააფინანსებს).

⚡️შეიქმნება სახელმწიფო ტაქსების აპლიკაცია და ეტაპობრივად დაიგეგმება ტაქსების უცხოური კომპანიების ჩანაცვლება სახელმწიფო ტაქსებით. სახელმწიფო ტაქსი იქნება ელექტრომობილი, ყველა არსებული მძღოლი დასაქმდება შესაბამისი ანაზღაურებით, მათ გადაეცემათ სრულიად ახალი ელექტრომანქანები შემდგომ საკუთრებაში გადაცემის პრინციპით (5-8 წელი გააჩნია ავტომობილის კლასს). ამით ავიცილებთ სიკვდილიანობის დიდ მაჩვენებელს ჰაერის გაწმენდის გზით, ასევე ქვეყნიდან მილიონობით ლარის გადინებას სატაქსო უცხოური კომპანიების მეშვეობით.

⚡️საქართველოში არსებული ქიმიური ქარხნები, რომლებიც აბინძურებენ გარემოს და ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევენ რეგიონებში (ფეროს მეტალურგიური ქარხანა, ტყიბულის შახტები, ჭიათურაში და რუსთავში არსებული ქარხნები და სხვ.) უნდა აღიჭურვოს ევროპული სტანდარტის ფილტრაციის სისტემით.

ყველა ქალაქის მაქსიმალური გამწვანება, ნაგვისგან გათავისუფლება მოხალისეების ჯგუფების შექმნით ყველა ცენტრალურ ქალაქში და მათი უშუალო ჩართულობით.

პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის შექმნა.

 

Modefy World