სიახლეები

წერილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს

წერილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს

შეცვალე საქართველო - ჩვენი პოლიტიკური პარტია შედგება საქართველოს მოსახლეობის რიგითი მოქალაქეებისგან, რომლებიც არ გამოირჩევიან არც ცნობადობით, არც პოლიტიკური წარსულით და არც ოლიგარქიული ნიშნით.

ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ყველა მთავრობას ავიწყდება არჩევნების ჩავლის შემდეგ. დაგვღალა ამდენმა იგნორირებამ და გადავწყვიტეთ შევკრებილიყავით და გავერთიანებულიყავით არა პირადი კეთილდღეობის ან თანამდებობებისათვის, არამედ უკეთესი მომავლის შექმნისა და კრიზისული სიტუაციიდან ქვეყნის სწრაფი გამოყვანის მიზნით.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სხვა პარტიებივით ვხარჯოთ მილიონები ან ათასები რეკლამებსა და აგიტაციებში, რადგან ვმოქმედებთ დაფინანსებისა და დამფინანსებლის გარეშე. შესაბამისად, ვართ სრულიად დამოუკიდებლები და გულმხურვალედ გვსურს საქართველოს, როგორც კრიზისიდან გამოყვანა, ასევე დაჩქარებული წინსვლა.

გვჯერა, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამის განხორციელებით, ძალიან სწრაფ ტემპში შეიცვლება  საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი მდგომარეობა.

თუკი საქართველოში დაინერგება დუბაის, მონაკოს, ესტონეთის, შვეიცარიისა და სხვა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების საგადასახადო, სახელმწიფო მოწყობისა და ეკონომიკის აღორძინების მოდელები (საქართველოზე მორგებული) საქართველო უკვე 2024 წლისთვის იქნება მაღალი დონის ევროპული ქვეყანა.

თუ ქართველი ბავშვები ისწავლიან ფინური მოდელით, სტუდენტები კი  - პრინსტონის, სტენფორდის და მსოფლიოს სხვა წამყვანი  უნივერსიტეტების სისტემით, ამით ჩვენი განათლება ძალიან სწრაფად გახდება სრულყოფილი და კონკურენტუნარიანი, ვინაიდან საქართველოში ინტელექტის მაღალი მაჩვენებელია.

თუ მოგვეცემა  რეფორმების ჩატარების საშუალება ხალხის სასიკეთოდ და დავნერგავთ ქვეყანაში უახლეს ტექნოლოგიებს, როგორიცაა ბლოკჩეინი - საარჩევნო, სასამართლო, საგადასახადო და სხვა სისტემებში, მივიღებთ მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ სახელმწიფოს, სადაც არც უცხოურ ბიზნესს და არც საქართველოს მოქალაქეს აღარასდროს ექნება გაუმჭვირვალობის, უსამართლობის და კორუფციის პრობლემა.

ჩვენი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ შეცვალოს საქართველო უკეთესობისკენ  არა 10 და 20 წელიწადში, არამედ - 4-ში!

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აუცილებლად უნდა მოგვეწერა თქვენთვის აღნიშნული გაცნობითი სახის წერილი, რადგან თქვენ ხართ საქართველოში დემოკრატიის ბარომეტრი და ჩვენი ქვეყნის რეალური მხარდამჭერი.

პატივისცემით,

მპგ „შეცვალე საქართველოს“ თავმჯდომარე

გიორგი გაგნიძე

Modefy World