ჩვენს შესახებ

გამარჯობა საქართველო!

გამარჯობა საქართველო!

ჩვენი პარტია ეფუძნება გლობალური ცვლილებების იდეას და გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი გზავნილი „მომავლის საქართველო“ გახდეს მოდელი მსოფლიოსთვის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ამ პატარა ქვეყანას შეუძლია სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად ბევრ საკითხში იყოს პირველი ნათურა მსოფლიოში. 

ჩვენ არაერთი მიმართულების დახვეწასთან ერთად, მოსვლისთანავე პირველ 100 დღეში დავნერგავთ ელექტრონულ სისტემებს „ბლოკჩეინზე“ (ოღონდ არა დღევანდელზე როგორზეც აპირებენ არჩევნების ჩატარებას, სადაც უბრალოდ სიტყვა "ბლოკჩეინია" გამოყენებული ხალხის ისევ მოსატყუებლად, თუმცა ერთ სერვერზე ილექება ინფორმაცია რომელზეც მარტივად შეცვლიან მონაცემებს როცა მოუნდებათ!) გაუყალბებელი, გაუტეხავი პლატფორმა, რომელსაც დაუფარავად ებრძვის და ბლოკავს ყველა სახელისუფლებო ორგანო მისი გამჭირვალობიდან გამომდინარე, რომლითაც ხალხი საარჩევნო, სარეფერენდუმო, სასამართლო, სახაზინო და სხვა უწყებებში ღილაკზე ერთი დაჭერით შეძლებს სახელმწიფოს კონტროლს/მართვას. ეს ნიშნავს მარტივ რამეს, მაგალითად: ხალხი სიცივეში, ქარში და წვიმაში პროტესტის მაგივრად ადვილად და სწრაფად გამოაცხადებს რეფერენდუმს ნებისმიერ საკითხზე და მოსახლეობის უმრავლესობით გადაწყვეტს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს! აღნიშნული მოდელი გავს ანალოგიური ფუნქციის შვეიცარიულ სისტემას, თუმცა ბევრად უფრო დაცული და სრულყოფილია. ამ სისტემების და სხვა რეფორმების გატარებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება კორუფცია სახელმწიფოში. კორუმპირებული ჩინოვნიკები ვეღარ შეძლებენ სახელმწიფო თანხების მითვისებას ან ხალხის საზიანო ნაბიჯების გადადგმას. ამ გზით, ჩვენი მთავარი მიზანია ხალხის ხელში სახელმწიფო მართვის ბერკეტების შექმნა, მოსახლეობის სწრაფი გამდიდრება კორუფციის გატაკეტვით, ჩვენი ქვეყნის ქცევა უმოკლეს დროში ევროპის მოწინავე ქვეყნად და, რაც ასევე მთავარია, მსოფლიოს ხალხებისთვის მაგალითის მიცემა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია მათთვისაც! „მომავლის საქართველო“ რეალურია და ამისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ 2024-ში!

გავერთიანდეთ მხოლოდ პირველობისთვის!

 

პატივისცემით, 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „შეცვალე საქართველო“-ს თავმჯდომარე - გიორგი გაგნიძე