რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო
30.09.2020 წ.
გ.ა. გაგნიძეს
პატივცემულო გიორგი ალექსანდრეს ძევ,
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ. ვ. პუტინის სახელზე თქვენი მიმართვა განხილულ იქნა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
ვიზიარებთ თქვენს შეხედულებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს კეთილმეზობლური კავშირების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჩვენ სიმპათიით ვართ განწყობილი, სახალხო დიპლომატიის გზით, უბრალო ადამიანებს შორის ურთიერთობების დალაგებისკენ სწრაფვის მიმართ.
რუსეთი ყოველთვის იყო საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრე და ეხმიანება 2012 წლის ბოლოს თბილისში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ შემოსულ პოზიტიურ სიგნალებს. თუმცა, სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისი მზად არ აღმოჩნდა რუსეთთან არა მხოლოდ კონსტრუქციული თანამშრომლობის წარმართვისთვის, არამედ არ თანხმდება ისეთ „საბაზისო“ ნაბიჯზეც კი, როგორიცაა საქართველოს მიერ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი, აგრძელებს მისდიოს პოლიტიკას, რომელიც უარყოფს კავკასიაში არსებულ ახალ რეალობებს.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ერთობლივი მუშაობისათვის. ვთვლით, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურება, რაც ეფუძნება ჩვენი ერების სულიერ და ისტორიულ სიახლოვეს, საშუალებას მოგვცემს უკეთ გავუგოთ ერთმანეთს. ყოველივე ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა მომავალი ურთიერთთანამშრომლობისთვის.
გმადლობთ აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის. თქვენი წინადადებები ცნობად არის მიღებული და გათვალისწინებული იქნება მუშაობის პროცესში.
პატივისცემით,
დსთ-ს ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის
განყოფილების უფროსი
ვ. ვასილევი