სიახლეები

ტერორი სახელმწიფოს მხრიდან რეალური მესამე ძალის მიმართ!

ტერორი სახელმწიფოს მხრიდან რეალური მესამე ძალის მიმართ!

ჩვენი თავმჯდომარის, გიორგი გაგნიძის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან მასზე ხორციელდება დაშინება, მუქარა, გაჩუმებისკენ ბიძგი და სხვადასხვა გზებით ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის შეჩერება. რეგისტრაციის დღიდან დაიწყეს ჩვენი დაბარება აბსურდულ თემებზე საგამოძიებო სტრუქტურებში, სოციალურ მედიაში რამოდენიმეჯერ გაჟღერდა თავმჯდომარის მიმართ სიცოცხლის მოსპობის შესახებ ირიბი კომენტარები და დღეს 26 ოქტომბერს მოგვივიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან წერილი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კომპანიის გაშავების შესახებ სრულიად ალოგიკური და აბსურდული მიზეზით. 

ჩვენ უკვე დავუგზავნეთ აღნიშნულ საკითხზე წერილები დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიას, ბიზნეს ომბუდსმენს, სახალხო დამცველს და სხვებს.

ჩვენ რათქმაუნდა ბოლომდე ვაგრძელებთ ბრძოლას!

* წერილი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

დოკუმენტის ნახვა

Modefy World