სიახლეები

წერილი ქალბატონ ეკა ყუბუსიძეს

წერილი ქალბატონ ეკა ყუბუსიძეს

მოგესალმებით ქალბატონო ეკა,

მოგახსენებთ, რომ ვართ ახლად ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია „შეცვალე საქართველო“, რომელსაც  მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება აქვს დაგეგმილი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, ელექტრონული არჩევნებისა და რეფერენდუმის სისტემის შემოღების კუთხით.

ამჟამად, ჩვენ  ვამზადებთ პროექტს არჩევნების ელექტრონულად (ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით) ჩატარების შესახებ და გვჭირდება თქვენთან კონსულტაცია, რათა გავიგოთ თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით სახელმწიფო სისტემებში არსებული მდგომარეობის შესახებ (რომ ვიცოდეთ საიდან დავიწყოთ და რა გვექნება გასათვალისწინებელი).

გთხოვთ შეხვედრას თქვენთან ან ნებისმიერ კომპეტენტურ წარმომადგენელთან.

მადლობა წინასწარ!

დოკუმენტის ნახვა

Modefy World