მოგესალმებით ბატონო პატრიკ,
მოგახსენებთ, რომ წარმოვადგენთ ახლად ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას „შეცვალე საქართველო“, რომელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება აქვს დაგეგმილი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, ელექტრონული არჩევნებისა და რეფერენდუმის სისტემის შემოღების კუთხით.
ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ, ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, რადგან რეფერენდუმისა და ელექტრონული არჩევნების წარმატებული პრაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი მსოფლიოში, თქვენი ქვეყანა - შვეიცარია გახლავთ.
გვაქვს სურვილი და თხოვნა, გაგვიზიაროთ თქვენი ქვეყნის გამოცდილება და ამ საკითხის სრულყოფილად დამუშავების მიზნით შედგეს ორმხრივი საქმიანი კომუნიკაცია.
შეხვედრისთვის მზად ვართ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს და თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით (პირადი შეხვედრა/ინტერნეტ საშუალება).
წინასწარ გიხდით მადლობას!
პატივისცემით,
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების
თავმჯდომარე: გიორგი გაგნიძე
04.03.2021