სიახლეები

წერილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ გიორგი კლდიაშვილს

წერილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ გიორგი კლდიაშვილს

მოგესალმებით ბატონო გიორგი,

მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ახლად ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია „შეცვალე საქართველო“, რომელსაც  მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება აქვს დაგეგმილი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, ელექტრონული არჩევნებისა და რეფერენდუმის სისტემის შემოღების კუთხით - ჩვენი იურისტები უკვე მუშაობენ პირველ სარეფერენდუმო პროექტზე.

გვესაჭიროება თქვენი კონსულტაცია სახელმწიფო სტრუქტურებში საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევასთან დაკავშირებით, რათა გამოვიყენოთ აღნიშნული შესაძლებლობა და მოვახდინოთ საქართველოს მოსახლეობის  უფრო ეფექტიანად ინფორმირება მათ ხელთ არსებული დემოკრატიული ბერკეტების შესახებ.

გთხოვთ შეხვედრას (თქვენთან ან ნებისმიერ თქვენს კომპეტენტურ წარმომადგენელთან).

მადლობა წინასწარ!

პატივისცემით,

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების

თავმჯდომარე:                  გიორგი გაგნიძე

04.03.2021

დოკუმენტის ნახვა

Modefy World