სიახლეები

ტოტალური და უპრეცენდენტო გაყალბების ახალი ელექტრონული საარჩევნო სისტემა

ტოტალური და უპრეცენდენტო გაყალბების ახალი ელექტრონული საარჩევნო სისტემა

ჩვენმა პარტიამ გამოთქვა პრეტენზია საპილოტე საარჩევნო ელექტრონულ პროგრამასთან დაკავშირებით 10 ივნისს ცესკო-ში მიმდინარე ტრენინგზე.
ეს პროგრამა დაფუძვნებულია „ვინდოუსის“ სისტემაზე, რაც საშუალებას აძლევს იქნება ეს სამთავრობო თუ გარე ძალები მარტივად გააყალბონ არჩევნების შედეგები და გაასაღონ ის როგორც ლეგიტიმური.
ამის პრევენციისთვის ჩვენმა პარტიამ შესთავაზა ცესკო-ს, გირჩი-ს წარმომადგენლებს და სტრატეგია აღმაშენებელს, რომ გამოეყენებინათ დაუჰაკავი, მსოფლიოში ყველაზე დაცული „ბლოკჩეინ“ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა გაუყალბებელ არჩევნებს და ამომრჩევლების ხმის ავთენტურობას. ამ საკითხის გაჟღერებას ცესკო-ში უკვე მოჰყვა ჩვენს წინააღმდეგ სიტყვიერი შეურაწმყოფა და ფიზიკური ანგარიშსწორების სურვილიც კი, თუმცა ჩვენ ამან არ შეგვაჩერა და უფრო სიღრმისეულად ჩავწვდით მათ სქემას.
მიუხედავად იმისა რომ ცესკო-მ შეტყობინების წერილი 4 დღით ადრე გაუგზავნა ყველა პოლიტიკურ პარტიას იმიტირებული კენჭისყრის გამართვის შესახებ, მისვლისას მათ უკვე დახვდათ მზად მოწყვლადი ელექტრონული პროგრამა, რომელზეც როგორც თქვეს 2 თვე დახურულ კარს მიღმა მუშაობდნენ. ეს არის ქართველი საზოგადოებისთვის მცდელობა რომ მიჩუმათებულად, ნაჩქარევად მიიღონ აღნიშნული სისტემა, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს ნებისმიერი გარეშე პირისა თუ სამთავრობო ძალის მიერ არჩევნებში ჩარევას და მათთვის სასურველი შედეგის ჩვენებას.
ჩვენი პარტიის დაარსების დღიდან ვთავაზობთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ გამოყენებული იქნას „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგია (ეს ტექნოლოგია უკვე 10 წელია დანერგილია იუსტიციის სახლის მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერებთან მიმართებაში), რომელიც არის უნიკალური, გაუყალბებელი და ამასთანავე იაფი. „ვინდოუსის“, „ანდროიდის“ თუ სხვა სისტემაზე აწყობილი პროგრამა, რომელიც ცენტრალიზებულია (ინფორმაცია/ბაზა დევს 1 სერვერზე, რომელსაც აკონტროლებს მთავრობა) - არის ყველაზე მოწყვლადი სისტემა (გავიხსენოთ თუნდაც აშშ-ს 2020 წლის არჩევნები, სადაც სავარაუდოდ რუსეთის ჰაკერებმა დაჰაკეს საარჩევნო სისტემის სერვერი და იმოქმედეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე) თან ჩვენს შემთხვევაში საერთოდ საუბარიც არ არის უცხო ქვეყნის სპეც. სამსახურების ინტერვენციაზე, რადგან ეს ისედაც მარტივად ცესკო-ს დახურულ კარს მიღმა შეიძლება მოხდეს სულ რაღაც 10 წუთში.
ამიტომ ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას! ამისთვის დარჩენილია სულ 1 კვირა! თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი, უნდა ჩაერთოს ყველა მათ შორის მასმედიის წარმომადგენლებიც, რომ გავაცნოთ ხალხს რამხელა რისკზე მიჰყავთ ქვეყანა და მისი მოქალაქეების მომავალი! შეგახსენებთ რომ ეს არათუ ერთჯერადი ტოტალური გაყალბების სქემა იქნება 2021 წლის არჩევნებზე, არამედ კანონში შესული (მუდმივი) გაყალბებული არჩევნების ახალი მწვერვალი.
გიორგი გაგნიძე

* აღნიშნული წერილი დაგზავნილია ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან

დოკუმენტის ნახვა

Modefy World