სიახლეები

კონტრაქტი ხელისუფლებასთან

კონტრაქტი ხელისუფლებასთან

2021 წლის 21 ივლისს ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რიგ ცვლილებებს, კერძოდ არჩევნებამდე ყველა პოლიტიკური პარტია შეავსებს ცესკოს სპეციალურ ფორმას, სადაც წლების მიხედვით გაწერს თავის დაპირებებს/პროგრამას. პარლამენტში უმრავლესობით მოსული პარტია ან კოალიცია ავტომატურად დავალდებულდება კანონმდებლობით შეასრულოს თავისი დაპირებები/პროგრამა, რაც ყოველწლიურად, წლის ბოლოს გადამოწმდება (პარტიის/კოალიციის მთავრობაში მოსვლიდან ყოველ მე-13 თვეს). თუ აღმოჩნდა რომ პარტიამ/კოალიციამ არ შეუსრულა (მოატყუა) დაპირებები ხალხს, მას უუქმდება უფლებამოსილება და ინიშნება ახალი არჩევნები.

შენიშვნა: ვინაიდან აღნიშნულ კანონპროექტს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში, ჩვენ ვიწვევთ ყველა მსურველ პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაეცნოს და გავმართოთ კონსულტაციები.

კანონპროექტი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში - დააჭირეთ "დოკუმენტის ნახვა"-ს

დოკუმენტის ნახვა

Modefy World