სიახლეები

ბოლო გაფრთხილება ხელისუფლებას!

ბოლო გაფრთხილება ხელისუფლებას!

3 მაისი 2024

ღია წერილი საზოგადოებას!

შეგახსენებთ ყველას, აქციების დაწყებამდე ბატონმა მდინარაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ერთი თმაც არ ჩამოუვარდებოდათ, თუმცა თმის ცვენაც ვნახეთ და მანდილოსნებისა თუ გოგონების მიწაზე დანარცხებაც, საკუთარი ბავშვების/ახალგაზრდების/მოქალაქეების წიხლქვეშ გაგდებაც და მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიების, მხუთავი აირის და წიწაკის სპრეის სახეში დამიზნული გაშვებაც, დამცირებაც, დასისხლიანებული სახეებიც და შეუდრეკელი, მარად სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ქართული სულიც!

მთავრობას ჩვენ არაერთხელ მივმართეთ აღნიშნული კანონის უკან გაწვევის შესახებ და შევთავაზეთ რეფერენდუმის გამოცხადება არჩევნებთან ერთად ოქტომბერში, რაციქნებოდა თანაბარსწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება, თუმცა მათგან პასუხი დღემდე არ მიგვიღია, შესაბამისად, ჩვენ  გადავწყვიტეთ უკვე ფიზიკური ფორმით შევუერთდეთ საპროტესტო აქციას იმ შემთხვევაში,  თუ კიდევ ერთი ადამიანი მაინც დაშავდება!  
შეცვალე საქართველო!

დოკუმენტის ნახვა

Modefy World