2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგი ამ დრომდე სადავო და ბუნდოვანია. პოლიტიკური ისტებლიშმენტის აზრი და დამოკიდებულება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და შეუჯერებელია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არჩევნები გამონაკლისის გარეშე ვნებათაღელვასა და აუარებელ კითხვებს ბადებდა: დაუდგენელი რაოდენობის ელექტორატიდან - პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამომრჩევლების მოსყიდვაში ერთმანეთის დადანაშაულებამდე.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქმედითი ნაბიჯებია აუცილებელი საარჩევნო სისტემიდან- კანონმდებლობამდე. არჩევნების კლასიკური მოდელი ფეხს ვერ უწყობს თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს.
„შეცვალე საქართველო“ - ერთადერთი ნეიტრალური, პოლიტიკურად არაანგაჟირებული წევრებით დაკომპლექტებული პარტია, რომელსაც სრულიად გააზრებული აქვს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უუნარობა და ფაქტობრივად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კასკადი - უმოკლეს დროში შესძლო შეემუშავებინა ეკონომიკური თუ სახელისუფლებო კრიზისიდან გამოსვლის უმოკლესი გზა და შესთავაზა საზოგადოებას პოლიტიკური გეგმის სახით.
საარჩევნო სისტემის რენოვაციისა და დახვეწის მიზნით „შეცვალე საქართველო“ წარმოადგენს საქართველოში ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიურ პლათფორმაზე მორგებულ პროექტს, რომელიც მთლიანად შეცვლის და სრულად გამორიცხავს არჩევნების შემდგომ კითხვებს, ვნებათაღელვასა და სტაგნაციაში გადასულ შემდგომ პერიოდს.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პრეცენდენტი საარჩევნო სისტემაში ე.წ ესტონური მოდელის სახელითაა ცნობილი. „შეცვალე საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც არათუ წარმოადგინა აღნიშნულ მოდელზე გადასვლის აუცილებლობა, მათ შორის მისი გაუმჯობესებული ვერსიის, არამედ მზადაა ჩაერთოს საზოგადოების ინფორმირებულებაში.
ამისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ესტონური მოდელის უკეთ გაცნობა, მისი სამომავლოდ გაზიარების მიზნით, რაშიც ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ქალბატონი რიინა კალჯურანდმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია და მოგვეცა საშუალება საზოგადოებას გავუზიაროთ აღნიშნული მოდელის შესახებ მეტი ინფორმაცია, რასაც გავაჟღერებთ ვიდეო მიმართვაში. ასევე მისი მთავარი მესიჯი იყო ის, რომ საქართველოს გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი და ამის გამოსაყენებლად აუცილებელია ელექტრონული დემოკრატიის განვითარება რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ელექტრონულ (გაუყალბებელ) არჩევნებს, სახელმწიფო უწყებების სრულ გამართვას ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით და ამით საქართველოს მოსახლეობის ნდობის მოპოვებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად როგორც ესტონეთი ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნები არაერთხელ დახმარებიან და გაუზიარებიათ თავიანთი გამოცდილება საქართველოსთვის თუმცა წინსვლა მაინც არ გვაქვს, ვინაიდან სამწუხაროდ არცერთი მთავრობა ვერ ხედავს აღნიშნული სისტემის დანერგვის აუცილებლობას..
საქართველოში უნდა დასრულდეს დინოზავრების ერა და დაიწყოს სწრაფი განვითარების „ოქროს ხანა“, ეს კი პირველ რიგში სუფთა, მოტივირებული და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ძალის მოსვლით არის შესაძლებელი.
გიორგი გაგნიძე