სიახლეები

წერილი ტელევიზიებს

წერილი ტელევიზიებს

მიმართვა საქართველოში არსებულ ყველა ტელევიზიას, მოგვეცით საშუალება ხალხს გავაცნოთ რეფერენდუმის პლატფორმის შექმნის შესახებ ინფორმაცია, რომელიც პირდაპირი დემოკრატიის ყველაზე ძლიერი ბერკეტია!

პირველი არხი

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი

TV Imedi

Rustavi 2

Euronews Georgia

Kavkasia TV • ტელეკომპანია კავკასია

GMTV

ტელეკომპანია ახალი • TV Akhali

POSTV

TV პალიტრანიუსი - TV PalitraNews

აჭარის ტელევიზია • Ajara TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი

აფხაზეთის ხმა • voice of abkhazia

ტელეკომპანია “რიონი“

ტელეკომპანია გურჯაანი

მოგესალმებით,

ქვეყანაში, ყოველდღიურად, უამრავი მძიმე ამბავი ხდება, რაც იწვევს სატელევიზიო ბადის სრულ ათვისებას. ხალხი კი დაიღალა ამ ყველაფრით და უნდა რომ დაინახოს ნათელი წერტილი ამ კრიზისში. ეს წერტილი არც ახალი არჩევნების მოთხოვნაა, არც აქციები, არც ბერას ჩანაწერები, არც პოლიტიკოსების ერთმანეთის ლანძღვა-გინება და არც მოლაპარაკებები ოპოზიცია/პოზიცია/ფასილიტატორების! რადგან ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში არაფერი შეიცვლება ხალხისთვის.

დღევანდელი მდგომარეობის განმუხტვა და ქვეყნის სწრაფი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძობით, პირველ რიგში, მმართველი პარტიის მხრიდან. ეს პასუხისმგებლობის გრძნობაა მილიონობით ადამიანის ბედის მართვაზე და ის დღეს პოლიტიკურ სპექტრში არავის გააჩნია (მოქმედ პოლიტიკურ ძალებს ვგულისხმობ).

სიტყვა პასუხისმგებლობა მომავალ არჩევნებში მომუშავე ცნება რომ გახდეს, საჭიროა რეფერენდუმის მოწყობა იმისათვის, რომ შემდეგ არჩევნებში უმრავლესობით მოსულ პოლიტიკურ ძალას ეს ვალდებულება კანონით დაეკისროს! თავისი დაპირება/პროგრამა შეასრულოს და აღნიშნული კონტროლდებოდეს ყოველწლიურად (ჩვენი იურისტები უკვე მუშაობენ აღნიშნულ კანონპროექტზე). ამის მიღწევით ჩვენ ავტომატურად ვიღებთ შვეიცარული პირდაპირი დემოკრატიის მსგავს სისტემას, სადაც დიდწილად ხალხი მართავს ხელისუფლებას და არა პირიქით.

გთხოვთ, გამოგვიყოთ თქვენს ნებისმიერ ეთერში დრო, რომ მოსახლეობას გავაცნოთ პირველი რეფერენდუმის შესახებ ინფორმაცია და მისცეთ ქვეყანას შანსი და ალტერნატივა კრიზისიდან გამოსასვლელად.

იმედს არ ვკარგავთ რომ რომელიმე ტელევიზიის ხელმძღვანელი ან თანამშრომელი მიხვდება რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი დემოკრატია დღეს ჩვენთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის.

პატივისცემით,

გიორგი გაგნიძე

დოკუმენტის ნახვა

Modefy World