"შეცვალე საქართველო"-ს თავმჯდომარემ 2020 წლის 14 ოქტომბერს გააკეთა განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელში საბანკო და სალომბარდე სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ყველა ფიზიკური პირის მოქმედი სესხის (მათ შორის ბიზნეს სესხი) დაფინანსებას 4 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 2,2 მილიარდი ლარის ოდენობით სანამ საქართველოს ეკონომიკა და ხალხის შემოსავლები საგრძნობლად არ გაიზრდება. აღნიშნული თანხა ამონთავისუფლდება "ჩაწყობილი"/კორუფციული ტენდერების სისტემის გასწორებით, რომელსაც პარტია "შეცვალე საქართველო" მოსვლიდან პირველ 3 თვეში გააკეთებს.